პოლიტიკა

ვიზიტის მოლოდინში

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 26.03

ამბები
დაკოპირებულია

ანუ შაყირი ნატოურად?!

„ნატოს“ გენერალურმა მდივანმა, იმას გარდა, რომ რომის პაპს შეაგონა და გვაცნობა, რომ ამერიკელების 80 პროცენტზე მეტს სურს, იყოს „ნატოს“ წევრი (კანდიდატ ტრამპის საპასუხოდ, რომლის გეგმაც „ნატოს“ დაშლაა, თუ მისი არაამერიკელი წევრები თავიანთ კუთვნილ საწევროს არ გადაიხდიან), ისიც გვაუწყა ბრიუსელიდან, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში გვეწვევა. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც თავადვე თქვა: „საქართველო ალიანსის ღირებული პარტნიორია“, ზედაც, შეგვაგულიანა, რომ, როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, ჩვენც გვაქვს უფლება, ავირჩიოთ ჩვენი გზა, ბუნებრივია, ის, რომელიც „ნატომდე“ მიგვიყვანს (ვფიქრობ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ უახლოეს მომავალში „ნატოს“ წევრობას ისევე ვერ ვიხილავთ, როგორც ჩვენს ყურებს).

ვიზიტის მიზანიც განგვიმარტა: „ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის“ და თავისი გზავნილიც გაგვაცნო: „რომ რეფორმები მნიშვნელოვანია“, აგრეთვე, შეგვახსენა, რომ „ალიანსს აქვს მთავარი ღირებულებები – დემოკრატია და კანონის უზენაესობა“ და დასძინა შემდეგი: „ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველო შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს, როდესაც ის მიიწევს წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“. იმედია, მომიტევებთ ჩემს მსუბუქ ირონიას, მაგრამ უნდა გამოვტყდე, იმდენად უადგილოა ცოცხალი სასაკლაოს შემსწრეებთან სტანდარტებზე ლაპარაკი, ეჭვი მაქვს, იქნებ „გვაშაყირებს“?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი