გეი-უპირატესობა...
ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:00
ანუ “Народ для разврата собран”?!
მართალია, მთელი მსოფლიო სულ სხვა პრობლემებითაა გართული და გარდამტეხი პერიოდიცაა, ვინაიდან ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება და ჰეგემონობის მსურველები ომობენ ყველგან, სადაც ამის საშუალებაა, ზოგან – სისხლით, ზოგანაც – ფულით, მაგრამ, მაგალითად, აშშ-ის ყოფილ სატრანსპორტო მინისტრს, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, 2020 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში (მისი სახელია პიტ ბუტიჯაჯი), სულ სხვა რამ აწუხებს.
იგი პრეზიდენტობის სურვილს კვლავ შეუპყრია და თუმცა ამ სურვილში გასაკვირი არაფერია და, ბოლოს და ბოლოს, სწორედ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის გადასაწყვეტია, ვინ დაივანებს ოთხი წლით თეთრ სახლში, ცხადია, არ არის ინტერესმოკლებული, ვიცოდეთ, თუ რა გახდა ბ-ნი ბუტიჯაჯის ამ სურვილის მიზეზი.
როგორც თავად ამბობს, მისი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის გეი პრეზიდენტისთვის და სწორედ ამან გადააწყვეტინა, რომ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს (ანუ, რაკი ამომრჩეველს უნდა გეი პრეზიდენტი, მისთვის ამომრჩევლის ნებაა უზენაესი).
ბუნებრივია, იბადება კითხვა, რის საფუძველზე დაასკვნა ხსენებულმა ბატონმა, რაც დაასკვნა?! როგორც თავად განაცხადა სატელევიზიო ინტერვიუში, რაკი ინდიანას შტატის ქალაქ საუთ-ბენდში საკუთარი ორიენტაციის საჯაროდ გამჟღავნების შემდეგ მერად 80-პროცენტიანი მხარდაჭერით აირჩიეს, თანაც, ხელახლა.
რთული სათქმელია, როგორი სურვილები მომწიფდება ბ-ნი ბუტიჯაჯის თავში 2028 წლამდე (როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს) და იქნებ 100-პროცენტიანი მხარდაჭერაც კი მიიღოს აწ უკვე სრულიად შტატების ტერიტორიაზე საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო, მაგრამ ჯერჯერობით, თუ მისი განცხადებებით ვიმსჯელებთ, სიტუაცია „წითელი ძახველისმაგვარია“, როდესაც ნჭðîჰ ჰëÿ ðჭçâðჭòჭ ñîხðჭí, ყოველ შემთხვევაში აშშ-ის ტერიტორიაზე?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





