პოლიტიკა

ბუმერანგის მადლი...

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:02 28.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ პოლიტლანდშაფტშეცვლილები

შესაძლოა, იმიტომ რომ ბუმერანგის პრინციპი არავის გაუუქმებია (ამ კონკრეტულ შემთხვევაში სერბეთიდან კოსოვოს მოგლეჯას ვგულისხმობ, რომლის ჯაჭვური რეაქცია ჩვენც მოგვწვდა რფ-ის მიერ მხოლოდაღიარებული ცხინვალისა და სოხუმის სახით), შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა კარდიფში თვითგამორკვევის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი (რადგან ჩვენს მკითხველს არაფერს შეჰმატებს ხელისმომწერთა ვინაობას არ ჩამოვთვლი, ვინაიდან ჩვენთვის ფაქტია მნიშვნელოვანი და არა პერსონები, მით უფრო, უცნობნი).

კერძოდ, ზემოხსენებულებმა ერთობლივი მემორანდუმით გვაცნობეს, რომ თითოეულ ერს აქვს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად განსაზღვრის უფლება და, ზედაც, ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდეს, მოემზადოს და, შესაბამისად, ხელიც შეუწყოს შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებებს. იქვე კი დასძინეს, რომ ვესტმინსტერის დრომ ჩაილურის წყალი დალია და, ამდენად, გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება (მართალიცაა, აბა, მხოლოდ სერბეთის პოლიტიკური ლანდშაფტი ხომ არ შეიცვლებოდა, არაფერს ვამბობ უკრაინაზე?!).

მეორე მხრივ, გვაუწყეს, რომ მომხდარი არ ნიშნავს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და არც რეფერენდუმის დანიშვნას, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმებაა თვითგამორკვევის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ტერიტორიული მთლიანობის მომხრე ვარ და, ზოგადადაც, ან თვითგამორკვევის პრინციპი უნდა მოქმედებდეს და ან ტერიტორიული მთლიანობის, ვერ ვითვალთმაქცებ, არ მწყინს, ლონდონს რომ თავს ბუმერანგი დამოკლეს მახვილივით დასტრიალებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი