პოლიტიკა

ვინ არიან ჰასიდები, დგანან თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის უკან და როგორ მიჰყვება დღეს განვითარებული მოვლენები ყველა წინასწარმეტყველის მიერ დაწერილ ტექსტებს

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 11.05, 2022 წელი

მალხაზ გველუკაშვილი
დაკოპირებულია

პანდემია ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორ მოულოდნელადაც დაიწყო, თუმცა ჩვენთვის არც მისი მოსვლის მიზეზები უთქვამთ და არც დასრულების. პანდემიის ხელოვნურად გამოწვევის ვერსიის მომხრეები ვარაუდობდნენ, რომ ამ პროცესს აუცილებლად მოჰყვებოდა ომი (ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით). და მართლაც, დაიწყო თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთ-რუსეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება, კორონა გაქრა (ყოველ შემთხვევაში, მას უკვე აღარ ახსენებენ). მოქმედებები წინასწარ დაწერილი სცენარით ვითარდება თუ ქაოტურად მიდის კაცობრიობა დასასრულისკენ? – ამ თემას მეტაფიზიკოს მალხაზ გველუკაშვილთან ერთად განვიხილავთ.

– წინასწარმეტყველებდნენ, რომ პანდემიას გარდაუვალად მოჰყვებოდა ომი. ეს დამთხვევა შემთხვევითია თუ კანონზომიერი? კაცობრიობა თავისი ფინალისკენ მიდის?

– თუ ჩვენ წინასწარმეტყველებები დაგვაინტერესებს, გეტყვით, რომ, მართლაც საინტერესო წინასწარმეტყველებები არსებობს; მათ შორის, ალბერტ დიდის, მეცამეტე საუკუნის ცნობილი ალქიმიკოსის, თეოლოგისა და ფილოსოფოსის. ასევე, ძალიან საინტერესოა რაიმონდ აგილერას, ალოის ირმაიერის წინასწარმეტყველებები იმის შესახებ, რაც დღეს ხდება. ეს წინასწარმეტყველებები ერთმანეთს ზუსტად არ იმეორებენ, იმიტომ რომ, რაც უფრო დიდი ხნის წინაა დაწერილი, მით უფრო სიმბოლურია. ისინი ამას ეძახიან ამერიკა-რუსეთ-ჩინეთის, ანუ სამი იმპერიის დაპირისპირებას, რომელშიც რუსეთი, ფაქტობრივად, ნადგურდება; კარგავს სამხრეთსა და აღმოსავლეთს მთლიანად. ალოის ირმაიერის წინასწარმეტყველებაში კი დეტალურადაა ასახული დღეს მიმდინარე ომი, მაგრამ მისი წინასწარმეტყველებით, ეს ომი გერმანიამდე ჩადის.

– სახელდებულია სახელმწიფოებიც?

– დიახ. უბრალოდ, ალბერტ დიდის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულია სამი სახელმწიფო: ახალი მიწის იმპერია, ესე იგი, ამერიკა; ჩრდილოეთის იმპერია, ესე იგი, რუსეთი (იმ დროს რუსეთი არ არსებობდა, ისევე, რიგორც არც ამერიკა) და ყვითელი იმპერია, ანუ ჩინეთი. ალოის ირმაიერის წინასწარმეტყველებაში პირდაპირ რუსეთზეა ლაპარაკი და ომი მიმდინარეობს შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროდან ჩრდილოეთ ზღვამდე და ზარალდება იქ არსებული სახელმწიფოები. ალოის ირმაიერი ახსენებს სამ დღეს, როდესაც ფერფლი დაედება დედამიწას, წყალიც არ დალიოთ იმ სამი დღის განმავლობაში, იმიტომ რომ წყალიც მომწამვლელი იქნება, თუ დახურულ ჭურჭელში არ დგას; არც სახლიდან გამოხვიდეთო. ამას გარდა, იცით ბზეჟინსკის ცნობილი მოსაზრება, რომ ბოლო ფაზაა რუსეთის დაშლა, რაც უნდა განხორციელდეს უკრაინის მეშვეობით. ამას გარდა, არსებობს, ეგრეთ წოდებული, „ზეციური იერუსალიმის“ პროექტიც.

– დიახ, მეც მეუცნაურა, როდესაც ეს გავიგე, უკრაინასთან რა კავშირი აქვს, ზოგადად, იერუსალიმს, თან – ზეციურს?

– „ზეციური იერუსალიმი“, იგივე „ახალი იერუსალიმი“, იგივე „ისრაელი 2“, იგივე „ახალი ისრაელი“ – ეს პროექტი მოიცავს უკრაინის ტერიტორიას: ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ნიკოლაევის, ანუ ამ ხუთი მიწისგან უნდა შეიქმნას ახალი სახელმწიფო. ამ პროექტის ავტორია იგორ ბერკუტი. რიცხვთა სიმბოლოდ აღებული აქვთ 5+5+5 და პროექტი იწყება 2014 წლიდან. დანარჩენი თავად განსაზღვრეთ.

2014 წელს შეიერთა რუსეთმა ყირიმი. 2019-2024 წლებში აქვთ გადაფორმატების გეგმა და 2029 წელს პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას ზეციური იერუსალიმისკენ.

– ანუ ორი იერუსალიმი იქნება?

– დიახ, ფილმიც გადაიღეს, რომლის სახელწოდებაა: „უკრაინა – იერუსალიმი, ერთი ხალხი – ერთი ბედი“. ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული პროექტი და შეთანხმებულია უამრავ ადამიანთან.

– ვინ იცხოვრებს იმ ახალ სახელმწიფოში, ანუ უკრაინელებს რა ბედი ელით?

– უკრაინელებთან ერთად იცხოვრებენ, ოღონდ ქვეყანა მათი იქნება. აბა, ხომ არ იტყვიან, რომ უკრაინელები არ გვაინტერესებსო?! იცით, რომ, „თალმუდის“ მიხედვით, ყველა დანარჩენი „გოია“ – არაებრაელი ადამიანად არც ითვლება (ამ სიტყვიდან მოდის ქართული ჟარგონი „გოიმი“ – ავტორი). ასევე, შეგიძლიათ, ნახოთ ფოტოები, რომლებზეც ასახულია, როგორ დგანან სხვადასხვა დროს ამ პროექტის ავტორებთან ერთად ზელენსკი, პუტინი, მედვედევი, ბუში, ებრაელი სასულიერო პირები. ზელენსკის უწოდებენ „იერუსალიმელ ლომს“. გეცოდინებათ, რომ 2016 წელს გადაიღეს სერიალი „ხალხის მსახური“, რომელშიც ზელენსკიმ ითამაშა პრეზიდენტის როლი და გაიხსენეთ, იმ სერიალში როგორ იშლება უკრაინა. სწორედ ამის შემდეგ მოჰყავთ პრეზიდენტად ზელენსკი – კაცი არსაიდან და ახლა დააკვირდით მის ჩაციკვლას საქართველოზე.

– სცენარის ეს ნაწილი არადამაჯერებელი მგონია.

– დიახ, მეგობრები ასე არ იქცევიან. თავიდან ამ პროექტის მეორე ნაწილის განხორციელება უნდოდათ საქართველოში, კერძოდ, მცხეთაში. მიწის შესყიდვას აპირებდნენ, მაგრამ ჩაერია საპატრიარქო და ამ ახალ ხელისუფლებას უფრო მეტი გონიერება ეყო. უკრაინის იმ ტერიტორიას, რასაც მოიაზრებენ „ზეციური იერუსალიმის“ ტერიტორიად, წმინდა ადგილად თვლიან. პირველი ხაზარები, რომლებიც შემდეგ იუდეველებად იქცნენ, სწორედ იქ ჩავიდნენ საცხოვრებლად, პირველი ჰასიდიც მანდაა დაკრძალული. ის, ვინც შექმნა ჰასიდიზმი და, ამდენად, ყოველთვის თავის ტერიტორიად თვლიდნენ. იმ ადგილებში ჰასიდები მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ცხოვრობდნენ. დანარჩენ ებრაელებთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ და, ძირითადად, „კაბალას“ მისდევენ.

– რა გამოდის? ეს პროექტი მიჰყვება წინასწარმეტყველებებს, რომ დაგვაჯერონ, ისინი სრულდებაო?

– ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც არსებობს, უფრო ადრეა დაწერილი, ვიდრე ჰასიდიზმი შეიქმნებოდა; იქ ნახსენები არ არიან, ამიტომ ვერ გამოიყენებენ. მაგრამ ეს პროექტი ჩავარდება. საერთოდაც, რაც ახლა ხდება, წინა პერიოდია, ხიდია, სანამ მეხუთე განზომილება გამოჩნდება, ჯერჯერობით ნაწილობრივ მეოთხე განზომილებაში ვართ. ამდენად, ყველაფერს იყენებენ: ომებს, პანდემიას, შიმშილობას. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე პროექტი თამაშდება. ძირითადი აქცენტი არ ყოფილა საქართველოზე, იმიტომ რომ ვერ შევძლებდით იმდენს, რაც უკრაინამ მოახერხა. მე არასდროს ვფიქრობდი, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი იყო, იმიტომ რომ მეგობრობა არსებობს ადამიანებს შორის; ხალხს შორის მეგობრობაზე საუბარიც კი სისულელეა. ერთი იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჭკუას სწორად იყენებს. ამ პროცესში არ უნდა გავერიოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ომი არ არის. მე არავის მომხრე არ ვარ, მაგრამ ოპოზიციაც ისეთივე მტერია საქართველოსი, როგორიც ზელენსკი, არესტოვიჩი და სხვები... გადახედეთ, რა მოხდა უკრაინის ხელისუფლებაში?! 2014 წლიდან უკრაინის ხელისუფლებაში არიან ჰასიდების შთამომავლები, თუმცა უკრაინაში მხოლოდ ნახევარი მილიონი ჰასიდია. უბრალოდ, ხალხია ცოდვა, ადრე თუ გვიან, ისინი მიხვდებიან, რაც ხდება, მაგრამ ახლა ყველა ცდილობს, ხელი მოითბოს ამ ომზე. ეს ომი ასე მარტივად არ დასრულდება: შეიწირავს რუსეთს, ის ხომ სახელმწიფო არ არის?! უბრალოდ, ურდოა. მათ აგრესიის გენეტიკური მეხსიერება აქვთ, თუმცა ძალიან მიყვარს რუსული ლიტერატურა, რასაც ვერ ვიტყვი რუსულ კულტურაზე, მე არც ვიცი, რა არის რუსული კულტურა.

– ძალიან უცნაურია, რა შესანიშნავი ლიტერატურა აქვთ, კლასიკური მუსიკა და ამ დროს რუსული კულტურული ფენომენი ვერ შექმნა ამხელა სახელმწიფომ.

– იმიტომ რომ ხალხური არ არის, ხალხს არ შეუქმნია რუსული ლიტერატურა. ეს არის გენიალური გერმანული ლიტერატურის გამოძახილი. თანაც, რუსეთში გენეტიკა არეულია, გენეტიკურ რუსს ვერ ნახავთ და, საერთოდაც, არსებობდა კი რუსული გენი?!

– გარდა იმისა, რომ ჩვენი სიჩუმით უნდა გადავრჩეთ, რა როლი გვაქვს ამ პროცესში?

– ჩვენ არანაირი როლი არ გვაქვს ამ თამაშში. ეს ომი არ შეიძლება, გახდეს ჩვენი ომი, იმიტომ რომ შეგვიწირავს. ჩვენ ვერ გავუძლებთ იმას, რასაც უძლებს უკრაინა. არც ხალხი გვყავს და არც ტერიტორია გვაქვს საამისოდ. რუსეთთან იბრძვიან ორი თვეა და უკვირთ, წელიწადი და სამი თვე იბრძოდა საქართველო რუსეთთან მარტოდმარტო, მაგრამ ვინმე დაგვიდგა გვერდში? ვინმემ ხმა ამოიღო?! ერთი-ორი კაცი ჩამოვიდა თავისი სურვილით. 1 000 ქართველი იბრძვის უკრაინაში და არ დაგავიწყდეთ, რომ 15-ჯერ მეტნი არიან ჩვენზე. ამდენად, ჩვენი 1 000 კაცი, სინამდვილეში, 15 000-ს უდრის. ჩვენ რომ იმდენი ადამიანი დავკარგოთ, რასაც უკრაინა კარგავს, ერი აღარ იარსებებს, ისინი კი მაინც იარსებებენ, იმიტომ რომ ბევრნი არიან. ჭკვიანი კაცი ისე იქცევა, როგორც მისი ქვეყნისთვისაა ხელსაყრელი. ბალტიისპირელებმა მოგვიწოდეს, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, თავად გახსნან – როგორც ჩვენ ვართ ცოტანი, ისინიც ისევე ცოტანი არიან. მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ამ შტოს ერთადერთი წარმომადგენლები ვართ და თუ გავწყდით, მთელი ჩვენი მოდგმა გაწყდება. სხვათა შორის, ის, რომ ყველას ლანძღავს ზელენსკი, ესეც დაშვებულია, ნებას რთავენ, რომ ყველა გალანძღოს. ზელენსკის უკან ჰასიდები დგანან, ისრაელის სახელმწიფო კი ვერ იტყვის, რომ მათ მხარესაა, იმიტომ რომ დუბლირება არ სჭირდებათ. ჰასიდები ჩართულნი არიან მსოფლიო ალმასის ვაჭრობაში. მათი მიზანია უკრაინის დეცენტრალიზაცია, დროც დათქმული ჰქონდათ, აცხადებდნენ, რომ 22 თებერვალს დაიწყებოდა ომი, იმიტომ რომ 22 თებერვალს იწყებოდა ახალი ენერგიის შემოსვლა მიწაზე და განსაკუთრებულ დღედ ითვლებოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ომი 24-ში დაიწყო.

– პუტინიც საქმეშია, რადგან შერაცხადი ადამიანი ამ ომს არ დაიწყებდა.

– ეჭვიც არ მეპარება ამაში. პუტინი, საბოლოოდ, ამ ყველაფრით იხეირებს. დიდი თამაშია, ვინაიდან იდიოტი უნდა იყოს ხელისუფლება, რომ ასეთი ომი დაიწყოს. პუტინს შეუძლია, უცებ გაქრეს და იცხოვრებს სულ სხვა ადამიანის სახელით თავისი მილიარდებით. ან რამდენ ხანს უნდა მართოს კიდევ? მის შემდეგ ამხელა რუსეთის დაკავება ძალიან ძნელი იქნება და სამომავლო გარანტია შეიძლება, აიღოს რუსეთის დაშლის სანაცვლოდ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი