პოლიტიკა

ვერმოხიბლული

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15 წუთის წინ

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მძაფრი

მაშინ, როდესაც „დემოკრატები“ ერთმანეთს ულოცავენ გამარჯვებას, ხოლო ილონ მასკი ნაღვლობს თავისი ნახევარი მილიარდი დოლარის გამო, რომელიც 3 ნოემბრის არჩევნებში დახარჯა და, როგორც აღმოჩნდა, ფრიად და ფრიად ამაოდ, თავის მხრივ, ანალიტიკოსები კი დონალდ ტრამპს მძიმე ორ წელიწადს უწინასწარმეტყველებენ (თითქოსდა ვერ გაუყვება მისი წინამორბედის, მაშასადამე, ჯოზეფ ბაიდენის მიერ გატკეპნილ გზას და ყველას, ვისზეც გული უწუხს, წინსწრებით ვერ შეიწყალებს), გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სრულიად საპირისპირო განწყობას შეუპყრია.

სახელდობრ, გერმანიის პირველკაცი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც კონგრესის გვერდის ავლით იმოქმედებს. კერძოდ, აღმასრულებელი ბრძანებების გამოცემის ნაცად გზას გაჰყვება. და სვამს რიტორიკულ კითხვას: „ტრამპი, ძირითადად, კონგრესთან შეთანხმების გარეშე მართავდა ქვეყანას. რატომ უნდა შეიცვალოს ახლა რამე?!“ სავარაუდოდ, ამიტომაც გერმანიის მმართველ ელიტას დიდად არ გახარებია „დემოკრატების“ გამარჯვება, ესე იგი, „რესპუბლიკელების“ დამარცხება. რატომ?! იმიტომ რომ (კანცლერის შეფასებით): „ცვლილება შეეხება ბიუჯეტის დაგეგმვას და, რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ საკითხებსაც”.

შეგახსენებთ, რომ კონგრესი უფლებამოსილია, დაამტკიცოს ბიუჯეტი, და, ასევე, ჩაერიოს სამხედრო საკითხებში, მათ შორის, ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობის გაზრდა-შემცირებაში. აქედან გამომდინარე, თუმცა ირანის პოლიტიკური ელიტა მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 3 ნოემბრის არჩევნები გზავნილია მშვიდობის მისამართით, მაინც რთული სათქმელია, რას დაატრიალებს დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში: მით უფრო, რომ, როგორც უკვე მოგახსენეთ, აშშ-ის კანონმდებლობა მას წინსწრებით შეწყალების უფლებასაც ანიჭებს, ხოლო, რაკი მომავალი ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტის სავარძელი, დიდი ალბათობით, განაღდებული აქვს, ვფიქრობ, ჩვენ, ჩვენი მხრივ, წინა ორ წელზე არანაკლებ მძაფრი შთაბეჭდილებები უნდა გვქონდეს განაღდებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი