პოლიტიკა

ახალი „მუშკეტერები“

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 17 წუთის წინ

ამბები
დაკოპირებულია

ახალი „მუშკეტერები“

მექას პაქტში (თურქეთი, საუდის არაბეთი, პაკისტანი) თითქოს ირანის წინააღმდგაც გაერთიანდნენ (ერთგვარი სუნიტური ფლანგია და ისინიც ნატოელთა მსგავსად მუშკეტერების პრინციპით მოქმდებენ: ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა), თუმცა გასულ კვირას თეირანში აი, ამ მექას პაქტის წარმომადგენლებისა და ირანის ხელისუფლების შეხვედრა გაიმართა (მიზნად რეგიონში დეესკალაციას ისახავდა) და მას საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი, პაკისტანის არმიის მთავარსარდალი და თურქეთის დაზვერვის სამსახურის შეფი ესწრებოდნენ, რომლებიც ირანის პრეზიდენტ პეზეშკიანსა და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივან მოჰსენ რეზაისს შეხვდნენ.

საინტერესო ისაა, რომ ირანი აშშ-ისრაელის თავდასხმის მოლოდინშია და მექას პაქტის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ირანს აუწყეს, რომ აუცილებელია რეგიონული ომის თავიდან აცილება (თითქოს ირანი ესხმოდეს ვინმეს თავს) და სამხედრო ესკალაციის გაჩერება. მეტიც, პაკისტანის არმიის მთავარსარდალს ირანისთვის კონფლიქტის მოგვარების გეგმა წარუდგენია, რომელიც მისაღები იქნება როგორც აშშ-სთვის, ისე ირანისთვისო. და არცთუ ინტერესმოკლებულია, რომ პაქტის წევრი ქვეყნები და, ზედაც, კატარი მზად არიან, ამ შეთანხმებას გარანტორებად დაუდგნენ. მე არ ვიცი, ააცილებს თუ არა ეს შეხვედრა რეგიონს დიდ ომს, მაგრამ მექას პაქტის ქვეყნებმა რომ აშშ-ის შიკრიკების როლი შეასრულეს, ვფიქრობ, უმთვარო ღამით მზიანი დღესავით ნათელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი