პოლიტიკა

საერთოსაზღვრიანთა მკაფიოობა

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15 წუთის წინ

ამბები
დაკოპირებულია

ანუ „დამირეკე, ტელეფონო, დამირეკე“…

მაშინ, როდესაც ევროკომისია და ევროპარლამენტი შემომწყრალია თბილისს – ჯეროვან აგრესიას არ ავლენთ რუსეთისადმიო (არადა ბრიტანეთს ჯერ კიდევ ამა წლის მაისში გაუუქმებია ემბარგო რუსული ნავთობისგან წარმოებულ დიზელის საწვავზე, იმიტომ რომ საკუთარი ეკონიმიკაა ტკბილი და არა, მაგალითად, საქართველოსი), ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი და ფინეთის პრეზიდენი ვლ. პუტინს ესაუბრნენ (ცხადია, ტელეფონით) და რიხით გვამცნეს, რომ რფ-ის პირველკაცს ევროპის პოზიცია წარუდგინეს, თანაც, მკაფიოდო, ოღონდ დასძინეს (მომყავს ციტატა):

„არ მგონია, რომ პუტინმა აზრი შეიცვალოს, თუმცა მან ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ მოისმინა. გვაშფოთებს ის, რომ როდესაც მას ამერიკელები ესაუბრებიან, ზოგიერთი ეს გზავნილი მასთან არ აღწევს.“ და იქვე შეგვახსენეს, რომ უკრაინა არასდროს მოაწერს ხელს ისეთ შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიების დაკარგვას აღიარებს.

მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, ასევე, განაცხადეს (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „მთავარი საკითხია ის, თუ როგორი უსაფრთხოების გარანტიები ექნება უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ. პუტინი ხვდება, რომ ეს მთავარი საკითხია.“ პირადად მე მგონია, რომ პუტინისთვის მთავარი საკითხი სწორედ ისაა, რუსეთს ექნება თუ არა გარანტია იმისა, რომ მის დაშლასა და დასუსტებას არ შეეცდებიან და იმიტომაც ერჩის ყველას, ვისაც კი მისწვდება.

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ფინეთის პრეზიდენტის გააზრებაა, რომ, თურმე, რუსეთი მათი მეზობელია და საერთო საზღვარი აქვთ, ამიტომაც ლაპარაკი აუცილებელია და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივად იბადება კითხვა: მხოლოდ ევროპელებთან საერთო საზღვარია ზრუნვის საგანი და დანარჩენ საერთოსაზღვრიანებს თავშიც რუსული „ორეშნიკები“ გვიხლია?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი