პოლიტიკა

უმახათოდ მჭმუნვარენი

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 15.11, 2021 წელი

უმახათოდ მჭმუნვარები
დაკოპირებულია

ანუ პრემიის კანდიდატები

მართალია, ვერც გაეროს და ვერც ჯანმოს ვერაფერი მოუხერხებიათ კორონასთვის (თუმცა იქნებ მოუხერხებიათ და, თანაც – როგორ?!), ძლიერნი ამა სოფლისანი გლაზგოში შეიკრიბნენ, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მონაწილე ქვეყნების 26-ე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც სახელმწიფოს მეთაურები მონაწილეობდნენ.

ყველანი კი იმაზე ჭმუნავდნენ, თუ როგორ შეაჩერონ გლობალური დათბობა: ჩრდილოეთი პოლუსი დნება, მყინვარები ლღვება, გვალვაა, ბუნებაში ბალანსი ირღვევა და ეს იმიტომ, რომ ადამიანები ისეთ საქმიანობებს ეწევიან, რის შედეგადაც ნახშირორჟანგი ზომაზე მეტად გამოიყოფა. მოკლედ, სუფთა საწვავზე უნდა გადავერთოთო, მაგრამ ჩინეთია უარზე (გვარწმუნებენ, ყველაზე მეტად ის აჭუჭყიანებს გარემოსო). ვეჭვობ, რამე შეთანხმებას მიაღწიონ ან განახორციელონ, მაგრამ, ვფიქრობ, სახელდობრ, ჩვენ ფულად პრემიას ვიმსახურებთ, იმიტომ რომ მესაქონლეობაც მოვსპეთ (ბილ გეითსი ირწმუნება გლობალური დათბობა ძროხების ბრალიაო) და ეკონომიკაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი