პოლიტიკა

უკრაინული გაკვეთილი

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 12.11

ამბები
დაკოპირებულია

ანუ შეცდომების გასწორება...

მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოების ნაწილი კვლავ რომანტიკულად იაზრებს რუსეთ-უკრაინის ომს, გერმანული „ველტი“ (Die Welt) ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს და მიმოიხილავს ხუთ მიზეზს, რომლებიც უკრაინის მოსალოდნელ დამარცხებაზე მიუთითებს. კერძოდ, გამოცემის მტკიცებით, „გამარჯვების გეგმა“ ჩაიშალა (გამარჯვების მიღწევის ხუთი პუნქტიდან ორი ირიცხება: „ნატოში“ მიწვევა და რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღით იერიშების მიტანა); მეორეა იარაღის დეფიციტი, ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ცოტა შეიარაღება მიიღოო, არადა დონბასში რფ-ის არმია წინ მიიწევს და თუკი ქალაქ პოკროვსკს დაიკავებს, უკრაინის თავდაცვის მესამე, უკანასკნელ ხაზს მიუახლოვდება; უკრაინას არც პირადი შემადგენლობა ჰყოფნის, მილიონი ახალგაზრდა იმალება (სწორადაც იქცევიან, მე რომ მკითხოთ) და უკრაინის მთავრობა ვერ ასრულებს დასავლეთის მოთხოვნას, 25 წლამდე ახალგაზრდებიც გაიწვიონ (მოსახლეობის მხარდაჭერის დაკარგვას ერიდებიან); მეოთხე მიზეზად პუტინის მიერ შეკრული კოალიცია სახელდება: კიდევ სამ-ოთხ წელს თავისუფლად იომებენ, რაკი სარფიანად ყიდიან გაზს და ნავთობსო; მეხუთედ კი - უკრაინისადმი დასავლური მხარდაჭერის შემცირება.

პროგნოზი არასახარბიელოა, თუმცა მისგან დასკვნების გამოტანა უკრაინელებსაც შეუძლიათ და, ბუნებრივია, ჩვენც, მით უმეტეს, რომ 1991 წლიდან დღემდე არაერთი სიშლეგე ჩაგვიდენია, აი, შეცდომების გასწორება კი არასდროს გვიცდია; მეტიც, ახლაც მეტად აქტიურად მივისწრაფვით საზარბაზნე ხორცის საპატიო როლისკენ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა