პოლიტიკა

უკიდეგანოდ ოთხგული?!

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:01

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ყველა უყვარს, ყველას ეტრფის...

მას შემდეგ, რაც ევროკავშირ-სომხეთის სამიტს უმასპინძლა და სამუდამო ერთგულება შეჰფიცა ბრიუსელსა და საფრანგეთის პირველკაცს, თავისი ვოკალით რომ გაგვაკვირვა (დასარტყამი ინსტრუმენტი უმაგრებდა ზურგს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ხმას), ზედაც, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ დაგვარწმუნა, რომ სომხეთის შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა და კავკასიის გულია, ნიკოლ ფაშინიანმა არც აცია, არც აცხელა და რუსეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. კერძოდ, საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა „ინოპრომ-2026-ში“ მონაწილეობის მისაღებად და, რაც მთავარია, რუსეთთან ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად (ზემონახსენები ფიცის გამო რფ-მ სომხური პროდუქციის შეტანა აკრძალა). მეტიც, „ინოპრომის“ პლენარულ სესიაზე სიტყვითაც გამოვიდა და მაღალ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა (ვიმედოვნებ, მსმენელები კმაყოფილები დარჩნენ ბ-ნი ფაშინიანის ამ საკითხებში განსწავლულობით).

მართალია, სომხეთის პირველკაცი იმედოვნებდა, რომ ვლ. პუტინს შეხვდებოდა, მაგრამ ამ სურვილის განელება მიშუსტინთან შეხვედრით მოუწია, სწორედ მას ესაუბრა რუსეთ-სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, გაუმხილა, რომ ევრაზიულ კავშირში სურს გაწევრიანება. მე არ ვიცი, რა თამაში წამოიწყო ჩვენმა მეზობელმა, თუმცა, თუ მისი ოთხივე მიმართულებით აქტივობას გავიხსენებთ, როგორც ჩანს, ყველა უყვარს, ყველას ეტრფის – იმიტომ, რომ უძირო და უკიდეგანო გულის პატრონია?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი