პოლიტიკა

ჯო ვილსონის ვნებანი

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ დემოკრატიისთვის დამაშვრალთა მთრთოლვარე გულები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ბევრს ეცადნენ თუ ცოტას, ბევრი ილაპარაკეს თუ ცოტა, საბოლოოდ, ჯო ვილსონის რეზოლუციას დაჰყვა (თუ აჰყვა) და საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს. სახელდობრ, პროექტის სახელწოდებაა: „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“. ვერაფერს იტყვი, ქვას გახეთქავს, არათუ დემოკრატიისთვის თავგადაკლულთა გულებს.

მოკლედ, გახეთქავს თუ გაუხეთქავენ, რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას შეაგონებს, რომ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, გააუქმონ ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოში საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს (ანუ გარედან დაფინანსება უნდა იყოს გაუმჭვირვალე და ერთნაირსქესიანთა ტრფობა-დაქორწინებას არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი, ისევე, როგორც არასრულწლოვნებს – სქესის შეცვლაში) და, რა თქმა უნდა, დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების ყველა დაფიქსირებულ საარჩევნო დარღვევაზე და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები (ანუ აირჩიეთ, ვინც ჩვენ გვეპიტნავება, თუ არადა შედეგებს არ ვაღიარებთო).

აქედან გამომდინარე კი, საპარლამენტო ასამბლეა განგაშის ზარებს არისხებს და თავის წევრებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუხმობს, რათა: მომავალი არჩევნები ისე მომზადდეს, რომ სრულად შეესაბამებოდეს ეუთოს ვალდებულებებს (მაშასადამე, გაიმარჯვონ მათ, ვინც ეუთოელთა დემოკრატიას მოშიებულ გულებს ესალბუნებიან); ამას გარდა, არ აღიარონ საქართველოში არჩევნების ის შედეგი, რომელიც არ არის სერტიფიცირებული, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ (მაშასადამე, გამეორებულია, რომ უნდა აირჩეს ის, ვინც ეუთოელთა დემოკრატიას მოშიებულ გულებს ესალბუნება) და, ბუნებრივია, იფხიზლონ, რომ ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული, ხოლო ქართველი ხალხის დემოკრატიული ღირებულებებისკენ სწრაფვის უწყვეტი მხარდაჭერა, ასევე, უწყვეტად იყოს უზრუნველყოფილი.“

და მერე რა, რომ დემოკრატია ისე დაიცალა შინაარსისგან რომ ცის კაბადონზე გაბრწყინებულ იმ ვარსკვლავებს დაემსგავსა, რომლებიც ცაზე კიაფობენ, მაგრამ კარგა ხნის წინათ ჩაქრნენ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი