პოლიტიკა

გამღრმავებლები

№27

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

ამბები
დაკოპირებულია

და ამაყი სტარმერი

მაშინ, როდესაც, მაგალითად, ბ-ნი სტარმერი (აწ უკვე ყოფილი პრემიერი დიდი ბრიტანეთისა) ამაყობს, რომ ინგლისური პარლამენტი ყველაზე გეი-პარლამენტია მთელ დუნიაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამხრეთ კავკასიაში გამოისეირნა. სახელდობრ, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: ევროპულ ხვატს გამოექცა, თუ სხვა რამ მიზანი ამოძრავებს? როგორც აღმოჩნდა, ამ ოფიციალური გამოსეირნების მიზანია ევროკავშირის ჩართულობის გაღრმავება ამ ორი სამხრეთკავკასიური ქვეყნის ცხოვრებაში, სახელდობრ – ენერგეტიკული თანამშრომლობის, ვაჭრობისა და რეგიონული კავშირების გაძლიერება (იქნებ სადღაც იქ, გულის სიღრმეში, სურთ, რომ იამაყონ აწ უკვე აქაური გეი-პარლამენტებით, ანუ რას გაუგებ ევროკავშირის ფერად პოლიტიკას).

თანაც, ქ-ნი ფონ დერ ლაიენი განა მარტო, მარტა კოსტან ერთად ეწვია რეგიონს (მოგეხსენებათ, ქ-ნი კოსი ევროკომისარი გახლავთ გაფართოების საკითხებში და მერე რა, რომ ევროკავშირი საერთოდაც არ აპირებს სხვა გეოგრაფიის, ანუ სამხრეთ კავკასიის მიმართულებით გაფართოებას?!).

მიხვდებოდით, რომ სამხრეთ კავკასიაში ამ პატიოსან გვამთა ჩამობრძანება არ გულისხმობს საქართველოში სტუმრობას და ეს იმ ფონზე, რომ ხსენებული ორი ქალბატონის ჩამოსვლის მოტივია ერევანსა და ბაქოსთან სტრატეგიული ჩართულობის გაღრმავება (აქვე შეგახსენებთ, რომ არც სტუმრებს და არც ევროკაკშირის ტერიტორიაზე დარჩენილებს არ აღელვებთ, ერთი მხრივ, ნიკოლ ფაშინიანი რომ ოპოზიციის კანდიდატებს დაერია არჩევნების შემდეგ, ხოლო ბაქო აფგან მუხთარლის კვლავ დევნის).

თუ გავიხსენებთ, რომ არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი ევროკავშირს არ ესაზღვრება და რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს, თანაც, საზღვაო საზღვარი (საქართველოს, რომელსაც აწ უკვე სამხრეთ კავკასიაშიც არ იმჩნევენ ევროჩინოვნიკები), ბუნებრივია, იბადება კითხვა: დაგეგმილ გასაღრმავებელს, კერძოდ, საიდან აღრმავებენ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი