პოლიტიკა

სიბრიყვე სიცრუისა

№27

ავტორი: ნინო ხაჩიძე 21:02 13.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ სუფთა ფურცლით ხელში

ჯერჯერობით ისევ და ისევ გადატვირთვის მოლოდინში ვართ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ის სუფთა ფურცელიც მაგრად გვჭირავს ხელში, რომლითაც ვაპირებთ ურთიერთობის ახლიდან დაწყებას და არც ის ვიცით, რა შესთავაზა ამერიკულმა მხარემ ქართულს (ანუ რა დავაწეროთ პირველიო), მაგრამ, რაკი ეშმაკი დეტალებშია, მაგალითად, დავით საყვარელიძემ, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, სულ ახლახან გვამცნო, რომ ისტორიული შანსი ჩაგვივარდა ხელში, რამეთუ ის დრო დადგა, რომ სასწრაფოდ უნდა გავაფორმოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შესაბამისი ხელშეკრულება, რომ მისივე, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილები სასწრაფოდ განლაგდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

იკითხავთ, რატომო?! იმიტომ რომ, ხსენებული დავით საყვარელიძის მტკიცებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუადვილდეს ირანთან ომი, სახელდობრ, საქართველოს პორტები კი შესაძლოა, იქცეს ლოგისტიკურ ცენტრად ირან-აშშ-ის ომშიო. ბუნებრივია, მას, დიდი ალბათობით, საკუთარი ინიციატივით არ მოსვლია თავში ეს დიადი იდეები, ლეგიტიმური ეჭვით, დაავალეს და, რადგან დაავალეს, გამოდის, რომ ეს ვარიანტი განიხილება და საზოგადოებრივი აზრი მოისინჯა. ხოლო, თუ გავიხსენებთ იმავე ბ-ნი საყვარელიძის მტკიცებას, რომ იაპონია ააშენა ომებმა და ამ შანსის ხელიდან გაშვება არის ისტორიული სისულელე, აშკარაა, რომ ერთ დროს პატიოსანი გვამი ისევ იქაა, სადაც 2008 წელს იყო და, როგორც ჩანს, ის ხოცვა-მსხვრევაც არ ეყო...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი