პოლიტიკა

უკიდეგანოდ მადააღძრული

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:43 30.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ წილში ჩამჯდარი

მართალია, ირან-აშშ-ის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით საკვანძო საკითხებზე ვერა და ვერ მოილაპარაკეს. სავარაუდოდ, ვერც მოილაპარაკებენ, ვინაიდან აშშ მოითხოვს, რომ ირანმა სამუდამოდ შეწყვიტოს ფიქრი ატომის გამდიდრებაზე და რაც აქვს, აშშ-ს გადასცეს, ისევე, როგორც ჰორმუზის სრუტეც აშშ-მა და მხოლოდ აშშ-მა უნდა აკონტროლოსო. ცხადია, ირანი წინააღმდეგია და არც აშშ აპირებს თავისი პოზიციების დათმობას და თუმცა ამ უკანასკნელის პოტენციალი გაცილებით აღემატება ირანისას, ფაქტია, რომ დაგეგმილ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამასობაში კი თანდათან ხდება ცნობილი, რომ ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას სრულიად გაუმართლებლად მიაჩნდა ირანში სამხედრო ოპერაციიის დაწყება და ამას არ თანხმდებოდა აშშ-ის არც ერთი წინა ადმინისტრაცია.

იმავე წყაროების ცნობით, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებას მხარს უჭერდნენ ისრაელის ლობისტები და აწ უკვე ნეთანიაჰუს აბრალებენ, მან დაარწმუნა ტრამპი, რომ შესაძლებელი იყო თეირანში ხელისუფლების უსწრაფესად შეცვლა. ამატებენ, რომ ამ ამბავს ემიჯნებოდა მარკო რუბიო, არც ჯეი დი ვენსს ეხატებოდა გულზე ირანთან ომი, მაინცდამაინც არც სამხედრო ხელმძღვანელობა იყო აღფრთოვანებული ამ ამბით და თითქოს ტრამპმა წამოაყენა წინადადება საავიაციო დაბომბვებით მოეგვარებინათ პრობლემა.

მაგრამ ისე მოხდა, რომ ირანმა გაანადგურა აშშ-ის საჰაერო პოლკი და, როგორც ამბობენ, მხოლოდ განადგურებული თვითმფრინავების ფასი 2 მილიარდ დოლარს აღწევს, იმის პარალელურად, რომ თითქოს ცარიელდება შეერთებული შტატების არსენალიც.

ბუნებრივია, დაზარალდა ირანიც და მიყენებული ზიანი აუცილებლად შეარყევს იქაურ ხელისუფლებას და, მიუხედავად იმისა, რომ, სავსებით სუბიექტური მიზეზების გამო, უბრალოდ, ვერ ვიქნები ირანის გულშემატკივარი, კითხვა მაინც კითხვად რჩება: რატომ უნდა გადაწყვიტოს დედამიწის სხვა ნახევარსფეროში მდებარე სახელმწიფომ, რა მოხდება დედამიწის მეორე ნახევარსფეროში და რატომ უნდა ჩაუჯდეს წილში ყველას?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი