პოლიტიკა

უკან – მსგავსებისკენ

№27

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 08.07

ამბები
დაკოპირებულია

დემოკრატიის აკვნობიდან – პროლეტარიატის დიქტატურისკენ

შესაძლოა, იმიტომ რომ, სახელდობრ, ჩვენ გვახსოვს და კომპლექსიც გვაქვს, სულ უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდებოდა, თუ როგორ ემსგავსებიან დასავლელი მოხელეები საბჭოელ ლიდერებს, რაც, ბუნებრივია, უსიამოვნო ასოციაციებსაც აღძრავს და საფრთხის შეგრძნებასაც ამძაფრებს (თუმცა, ვიმეორებ, ეს შეიძლება, ერთგვარი კომპლექსების ბრალიც იყოს), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: დირექტიული ტონი და ლოზუნგები ფრიად და ფრიად ჩამოჰგავს „ბოროტების იმპერიის“ პოლიტიკურ ნარატივს (რაც უნდა იყოს ამის მიზეზი: ჩვენი საბჭოური გამოცდილება თუ, რიგ გარემოებათა გამო, ზოგიერთი თანამედროვე დასავლელის წინა საუკუნის კომუნისტებთან ობიექტური სულიერი ნათესაობა).

როგორც აღმოჩნდა, ეს ასოციაციები არა მხოლოდ ჩვენ გვეწვევა ხოლმე, სულ ახლახან ამერიკულმა The American Conservative-მა ისტორიკოს ნილ ფერგიუნსონის აზრი შემოგვთავაზა (მომყავს ციტატა): „თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად „გასაბჭოებული“ ვართ სინამდვილეში“, ამერიკელი ისტორიკოსი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ამერიკის შეერთებული შტატები 1987 წლის საბჭოთა კავშირს ჰგავს (დამეთანხმებით, კიდევ კარგი, მთლად გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლშევიკებს არა), მაგრამ საქმე ისაა, რომ თავად სტატიის ავტორი (ჰელენ ენდრიუსი) არ ეთანხმება თანამემამულე ისტორიკოსს და, თქვენ წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ უფრო შორსაც მიდის, კერძოდ, დარწმუნებულია, რომ (მომყავს ციტატა): „სიტუაცია თანამედროვე ამერიკაში გაცილებით უარესია, ვიდრე 1987 წელს საბჭოთა კავშირში იყო.“

ერთი მხრივ, თითქოს სასიამოვნოა, რომ ჩვენი (ყოველ შემთხვევაში, ჩემი ნამდვილად) მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა (და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სრულიად აშშ-ის აზრი არ არის), მაგრამ, იმავდროულად, საკმაოდ უსიამოვნოც (სხვათა შორის, ჩვენ ჩვენსას ვტირით, ანუ არჩევანის სიმწირეს და ეს მაშინ, როდესაც თავად აშშ-ს ტრამპსა და ბაიდენს შორის უწევს არჩევანის გაკეთება), შეიძლება, ითქვას, კატასტროფულიც, ვინაიდან, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება მიმსგავსების პროცესი, არც ისაა გამორიცხული, ერთ არამშვენიერ დღეს, მართლაც, გასული საუკუნის 30-იან წლებში გავიღვიძოთ, „ტროიკებით“ გარემოცულებმა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა