პოლიტიკა

უჩვეულო სიყვარული

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 18.01, 2021 წელი

უჩვეულო სიყვარული
დაკოპირებულია

ანუ ღვთისმოსაობის პოლიტიკური ხიბლი

ყველასთვის ცნობილია, რომ აშშ-ს აწ უკვე ყოფილი (თუმცა კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ დანამდვილებით უცნობია, რა და ვინ დარჩა ნამდვილი აშშ-ში) პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფრიად რელიგიური პოლიტიკოსი ბრძანდებოდა (მაგრამ რატომ ბრძანდებოდა, ბრძანდება), ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა: ღმერთსაც ხშირად ახსენებდა და ასე განსაჯეთ, ეკლესიაშიც დადიოდა (ოღონდ მე ვერაფერს ვიტყვი იმის შესახებ, შეესაბამებოდა თუ არა მისი ცხოვრების წესი ეკლესიურობას).
მეორე მხრივ, ეს ამბავი მის პოლიტიკურ ოპონენტებს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ, მაგრამ აი, გამოხდა (არც თუ ისე დიდი) ხანი და აშშ-ს აწ უკვე არჩეულმა პრეზიდენტმა (თუმცა დანამდვილებით ესეც უცნობია - არის თუ არა საბოლოოდ არჩეული) ჯოზეფ ბაიდენმა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს წერილი მისწერა, რომელშიც, არც მეტი, არც ნაკლები, მართლმადიდებელი ეკლესიის მესაჭესთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა (აქვე შევნიშნავ, რომ მიმოწერის ინიციატორი მაინც პატრიარქი ბართლომეოსია, ვინაიდან მისალოცი წერილი გაუგზავნა ბ-ნ ბაიდენს) და წუხს, რომ ჯერჯერობით ტელეფონით საუბრის საშუალება არ მიეცათ, თუმცა დარწმუნებულია, რომ წინ დიდი სამუშაო ელით, იმას გარდა, რომ პატრიარქის მილოცვა მისთვის დიდი პატივია.
რაც მთავარია, ჯო ბაიდენს თავისი ხელით მინაწერიც დაურთავს (მომყავს სრული ტექსტი მინაწერისა): „ჩვენ თქვენი ხელმძღვანელობა გვჭირდება“.
ჩვენ რომ გულუბრყვილონი ვიყოთ ან მართლაც ცხელთავიანები, ვიფიქრებდით, რომ ბაიდენიც ტრამპის გზას შეუდგა (სულიერი განწმენდისა და ზრდის თვალსაზრისით ან, სულაც, მორწმუნე ამერიკელების გულის მოგების იმედით), მაგრამ, ვფიქრობ, საქმე გაცილებით მარტივადაა: პატრიარქ ბართლომეოსის, ანუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გამოყენება ფრიად და ფრიად ნაყოფიერადაა შესაძლებელი თურქეთის ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე მეოცნებე თურქეთის პირველკაცის სურვილების დასაცხრომად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი