პოლიტიკა

უარი –ფიზიოლოგიურად

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 18.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ჩრდილოეთიდან – დასავლეთამდე...

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სულ უფრო და უფრო არათუ ემსგავსება, არამედ უსწრებს და უსწრებს „ბე, ბებია, ილიკო და ილარიონის სიუჟეტს“ (იმის მიუხედავადაც, რომ წაკითხული ოდენობითაც და გააზრებითაც საპატიო ბოლო ადგილებს ვიკავებთ. „საპატიოს“, ვინაიდან ამ არეულ სამყაროში, რაც გონებაჩლუნგი იქნები, ვფიქრობ, მით უკეთესია).

ჰოდა, რაკი ემსგავსება, გარეულიც ვართ გეოპოლიტიკური ჯახის მარაქაშიც და ვლამობთ, წინა ხაზზეც გავიჭრათ (როგორც ჩანს, მოგვენატრა „სარკოს-სარკოს“ სკანდირება რუსთაველის გამზირზე მაშინ, როდესაც ჩვენი მებძოლების ცხედრები 2008 წლის აგვისტოს მზის ქვეშ იხრწნებოდა და კაციშვილი არ ჭაჭანებდა მათ გამომყვანად ან კი სად გვეცალა, როდესაც რუსეთს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ და ვმღეროდით თვალცრემლიანები?!), მაგრამ, თუკი ნაწილი ლამობს (ეჭვი მაქვს, 2008-ში წითელ ხიდთან რომ იდგა რიგში აბარგებული), უფრო დიდ ნაწილს, უბრალოდ, ფიზიოლოგია კარნახობს, რომ ამ გეოპოლიტიკურ ჯახში გარევა დაასრულებს ამ გენეტიკის არსებობას. ამასობაში კი, ანუ, სანამ ჩვენებურები სასოებით გასცქერიან ოკეანის გაღმეთს, ვინაიდან აწ მზე უკვე დასავლეთიდან ამოდის (და მერე რა, რომ, როდესაც ბუნებრივ ტრაექტორიას ცვლი, ჩრდილოეთიც და დასავლეთიც, ისევე, როგორც სამხრეთი ერთნაირ დატვირთვას იძენს, იმიტომ რომ მონაც მონაა, ვისიც უნდა იყოს და, თქვენ წარმოიდგინეთ, „შპიონიც“), აშშ-ური The Wall Street Journal გვამცნობს (მომყავს ციტატა): „ჯო ბაიდენი დახურულ კარს მიღმა უძლურობას ამჟღავნებს: 81 წლის პრეზიდენტს ხშირად ლაპარაკის თავიც კი არ აქვს.“

მეორე მხრივ, თეთრი სახლის თანამშრომლები არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას და ამტკიცებენ, რომ ჯო ბაიდენმა მემკვიდრეობად მიიღო ამერიკის დაცემული ეკონომიკა, დაშლის პირას მიყვანილი ალიანსი, მაგრამ უძლიერეს აშშ-სა და განმტკიცებულ „ნატოს“ ტოვებს...

ბუნებრივია, აშშ-ელებმა უკეთ იციან, გაძლიერდნენ თუ დასუსტდნენ, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ არც არასდროს დაუმალავთ, რომ უკრაინაში ისე მიაღწიეს თავიანთ სტრატეგიულ ამოცანებს, რომ ერთი ამერიკელი ჯარისკაციც არ დაღუპვიათ და ამერიკული სამხედრო მრეწველობა ფრიად ააყვავა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილმა დახმარებებმა, ვფიქრობ, საკუთრივ ჩვენ ჩვენს ფიზიოლოგიას უნდა დავუჯეროთ. რატომ? იმიტომ რომ, მაინცდამაინც, ჩვენს ხარჯზეც არ გავზარდოთ აშშ-ის ანგარიშზე თავისი სტრატეგიული მიღწევების ჩამონათვალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

15-21 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული