უარჩევნობა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 05.05

ანუ ომისა და მშვიდობის ხაფანგში
გასულ კვირას ლონდონში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკება, უბრალოდ, ჩაიშალა, ვინაიდან მას მხოლოდ დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ ჩავიდა, შესაბამისად, მისმა ფრანგმა და გერმანელმა კოლეგებმაც თავი შეიკავეს. ბ-ნი რუბიოს არჩასვლა, სავარაუდოდ, აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე უკრაინის პრეზიდენტის უარმა განაპირობა. ეს გეგმა კი შემდეგნაირია (Daily Telegraph-ის ვერსიით): დაუყოვნებელი ზავი. პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასა და რუსეთს შორის. უკრაინა უარს ამბობს „ნატოზე“ (ევროკავშირთან – კი ბატონოო) და თუმცა გეგმა არ გულისხმობს დასავლეთის მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიულად აღიარებას (აშშ მხოლოდ ყირიმს აღიარებს რფ-ის ნაწილად), მაგრამ აპირებს – ფაქტობრივად: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს აშშ გააკონტროლებს, აი, წიაღისეულს კი უკრაინელებთან ერთად მოიპოვებენ.
ზელენსკის თავშეკავება გასაგები და სავსებით ბუნებრივია (ოღონდ იმთავითვე ნათელი იყო, რომ ეს ამბავი ტრაგიკულად გასრულდებოდა), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ აპირებს განზე გადგეს (ანუ კიევი მოსკოვის პირისპირ დატოვოს), უკრაინას, მტერს რომ არ უსურვებ, იმგვარი არჩევანი აქვს დარჩენილი...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან