პოლიტიკა

უადგილოდ მჭმუნვარენი

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ამაოდ დაიხარჯნენ

რაკი უამრავი ფულია დახარჯული ახალი ქართველის შესაქმნელად (დაახლოებით, იმ ტიპის, შინ – ევროპაში რომ მიდის, ხოლო უფრო მარტივად თუ ვიტყვი, მამადავიწყებულის, რაც, ბუნებრივია გულისხმობს, რომ მამინაცვალს აღმერთებს), მომავალი პატრიარქის არჩევის თემაც დიდი სჯა-ბაასის საგნად იქცა. თუმცა მხოლოდ მამადავიწყებულებს ვინ ჩივის (არადა, თუ ეკლესიის მნიშვნელობას არ აღიარებ და ჭიპმოჭრილი ათეისტი ხარ, რა გესაქმება ან სინოდთან ან ეკლესიის წესებთან, მაგრამ, აბა, ვინ გაუგებს ამ ჩვენს გამოლიბერალებულ თანამოქალაქეთ?!), საზოგადოებაც აქტიურად ჭმუნავს, თუ როგორ უნდა მოიქცეს სინოდი, ვისზე შეაჩეროს თავისი არჩევანი და მისთანანი და, რა თქმა უნდა, მთელ ამ პროცესს ლაიტმოტივად გასდევს „რუსული“ და „ეგზარქოსი“ (იმიტომ, რომ ქართული ეკლესია უნდა იყოს „ევროპული“ და „პადრეული“).

შინაა ევროპა თუ გარე, ეს ვნებათაღელვა, რა თქმა უნდა, წააგავს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის მცდელობას, მაგრამ, თუ, ზედაც, დავამატებთ, რომ ახლა მარხვაა და აპრილში ბრწყინვალე აღდგომა უნდა ვიზეიმოთ (ცხადია, მათ, ვინც აღდგომას მოველით), ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა, თანამემამულეთ (ჩემი ჩათვლით) იმაზე ეჭმუნათ, გულით, თვალითა და ყურით მარხულობას როგორ მოვახერხებთ, სინოდი კი რამენაირად თავად მიხედავს თავის თავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი