პოლიტიკა

კონკურენტი დემოკრატიის აკვნიდან

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:23

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მიწების შემგროვებლები?!

მართალია, ირანთან არაფერი მოუგვარებია და არც არავინ გვეუბნება (არც გვეტყვიან). რას ელაპარაკებიან ერთმანეთს, არადა ელაპარაკებიან, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დონალდ ტრამპი ჩინეთს ეწვია, ბუნებრივია, ოფიციალური ვიზიტით. მანამდე კი თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რუკა, რის თანახმადაც, ვენესუელა ამერიკის შეერთებული შტატების 51-ე შტატად გამოაცხადა და თუმცა ვენესუელის ხელმძღვანელობა გვარწმუნებს, რომ არ აპირებენ, მიუერთდნენ აშშ-ს, ფაქტია, რომ ეს ჟესტი რაღაც მიზანს ემსახურებოდა (მე ვერ ვიზიარებ ტაკერ კარლსონის ვერსიას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გასულია საღი აზრის მომსახურების ზონიდან).

თუ გავიხსენებთ, რომ აშშ ტაივანს აგულიანებს, ყოველ შემთხვევაში, აგულიანებდა პეკინის წინააღმდეგ, თუკი ვენესუელა შეიძლება, გახდეს აშშ-ის შტატი, ტაივანი რატომ ვერ იქნება ჩინეთის ნაწილი?! მაგრამ რას გაუგებ მსხვილ-მსხვილი სახელმწიფოების თავში ავარდნილ ლიდერებს. ამას გარდა, თუკი აქამომდე, ანუ გეოპოლიტიკურ ავანსცენაზე ტრამპის გამოჩენამდე, პუტინი აცხადებდა პრეტენზიას მიწების შემგროვებლობაზე, განვითარებული მოვლენები მოწმობს, რომ ჩრდილოელს კონკურენტი გამოუჩნდა, არც მეტი, არც ნაკლები, დემოკრატიის აკვნიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი