პოლიტიკა

ცელქი არშიყი

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:01

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვისი უნდა ეშინოდეს ბრიჯიტ მაკრონს

გემახსოვრებათ, როგორ გაულაწუნა ამ ჩვენი საფრანგეთის პრეზიდენტსა და ევროკავშირის პოლიტიკურ ვარსკვლავს ცოლმა, როდესაც საფრანგეთის პირველკაცი ოფიციალურ შეხვედრაზე მიიჩქაროდა და ის-ის იყო, ფეხი უნდა შეედგა ტრაპზე, სადაც ვიეტნამელი მასპინძლები ელოდებოდნენ.

მაშინ ოფიციალურმა პარიზმა დაგვამშვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კადრმა მთელი მსოფლიო მოიარა, ცოლმა ქმარს, უბრალოდ, ლოყაზე ხელი მოუთათუნაო (ანუ ეს ის არ არის, თქვენ რომ გეგონათ, მათი სიახლოვის დასტურიაო). ასე იყო თუ ისე, ფაქტია, არავინ შეიმჩნია, ასე ცხვირწინ რომ გაგვილახეს ეს პატივცემული გვამი, მაგრამ, რაკი ჟურნალისტებს (როგორც ეშმაკებს) არ სძინავთ, ფრანგმა ჟურნალისტმა ჩხრიკა-ჩხრიკა და გამოჩხრიკა, რომ ვიეტნამში ვიზიტისას ცოლმა საფრანგეთის პრეზიდენტს ალიყური იმიტომ სტკიცა, რომ ამ უკანასკნელს ირანელ მსახიობ ქალთან არშიყისას შეუასწრო.

ამბავი კი, თუ ჩემს ფრანგ კოლეგას ვერწმუნებით, ასე დაწყებულა, იმანუილ მაკრონი რამდენიმე თვის განმავლობაში სწერდა მსახიობ ქალს და უმტკიცებდა, რომ ფრიად იყო მოხიბლული მისი თვალწარმტაცობით. სწორედ ეს მიმოწერა აღმოუჩენია ბრიჯიტ მაკრონს ვიეტნამისკენ გადაფრენისას. მართალია, საფრანგეთის პირველი ქალბატონი ამჯერადაც უარყოფს მსგავს ფაქტს – არასდროს ჩამიხედავს ქმრის ტელეფონშიო, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, როგორ ეხვევა ხოლმე ბ-ნი მაკრონი ბ-ნ ზელენსკის (ლამის ბაგე ბაგეს შეაწებონ) და როგორ ეხვეოდა ნიკოლ ფაშინიანს გამომშვიდობებისას, მეტიც, ტრაპზე ასულ სტუმარს ბ-ნმა ფაშინიანმა ხელებით გულიც გამოუსახა, სავარაუდოდ, ნიშნად მარადიული სიყვარულისა, ვფიქრობ, ქ-ნ ბრიჯიტს უფრო მამაკაცების უნდა ეშინოდეს, განსაკუთრებით ევროპისა და ამჟამინდელი ევროპის გულის – სომხეთის ტერიტორიაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი