პოლიტიკა

უადგილოდ გაკეთილებული

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 23.05, 2023 წელი

უადგილოდ გაკეთებული
დაკოპირებულია

ანუ დროზე ადრე გასაჭყლეტები?!

მას შემდეგ, რაც პრ. პუტინის ფავორიტი მარგო სიმონიანი ლამის დღეგამოშვებით გვემუქრებოდა, რამდენიმე ბომბით გადავწყვეტთ საქართველოს პრობლემასო (მოგეხსენებათ მეფის კარზე მანქურთები განსაკუთრებული გააფთრებით გამოირჩევიან, რომ, თავიანთი მანქურთობიდან გამომდინარე, უპირობო ერთგულება დაამტკიცონ), დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ რფ-მ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან დიდ რუსეთში მოქალაქეები ვიზების გარეშე ჩაფრინდებიან და, რაც მთავარია, რუსული სამოქალაქო თვითმფრინავები ჩვენებურ აეროპორტებში ჩამოფრინდებიან.

ბუნებრივია, რფ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება სულაც არაა განპირობებული საქართველოს სიყვარულით ან გაჟღენთილი ქართული სახელმწიფოს დახმარების სურვილით; უფრო პირიქით - მით უფრო, თუ მოკავშირედ მიგაჩნია, წესითა და რიგით, ეს ფაქტი უნდა დამალო, რომ ფარულად (თუ მართლაც გეხმარება) უკეთ დაგეხმაროს, ხოლო, როცა ასაჯაროებ, ესე იგი, პრობლემებს უქმნი, რაც ნიშნავს, რომ უფრო მტრობ, ვიდრე მოყვრობ.

ამდენად, ვფიქრობ, გარდა სხვა პოლიტმიზეზებისა, ამ ჟესტის მიზანი ჩვენს ისედაც დაპირისპირებულსა და ფრიად ცხელთავიან საზოგადოებაში დამატებითი შფოთის შემოტანაცაა. თუმცა, მაგალითად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს აეროპორტები არ მიიღებს იმ თვითმფრინავებს, რომლებიც სანქცირებულია (პირადად მე არ ვიცი, არსებობს თუ არა ასეთი თვითმფრინავები) და ჯერჯერობით არც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს - აშშ-ს - გამოუთქვამს ოფიციალურად აზრი, ხოლო მე კი სრული ინფო არ მაქვს, ჯეროვანი დასკვნა რომ გამოვიტანო რფ-ის მიერ საქართველოსთან ფრენების განახლების შესახებ, იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს შესაბამის უწყებებში შესაბამისი სამსახურები თეთრსა და რუხ ნივთიერებებს აქტიურად ამუშავებენ, რომ ამ გეოპოლიტიკურ ჯახში დროზე ადრე არ გავიჭყლიტოთ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი