წრეგადასულად ინფანტიკურები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 11.02
ანუ დაბანილ-დავარცხნილ-ჩაკოსტუმებული
მაშინ, როდესაც, მაგალითად, ევროსაბჭოში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარე (ვინმე დონ ტუიგი) აცხადებს შემდეგს: „მე არ ვამბობ, რომ ივანიშვილს, უბრალოდ, ქონება უნდა ჩამოვართვათ – ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ (ვფიქრობ, ბოლშევიკურ-საბჭოური გაკულაკების კლასიკაა)“, სირიაში აწ კი დაბანილ-დავარცხნილ-ჩაკოსტუმებული ტერორისტული ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის” ლიდერი და სირიის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აჰმედ ალ-შარა, მაშასადამე, აბუ მუჰამად ალ-ჯულანი გარდამავალი პერიოდის სირიის პრეზიდენტად გამოცხადდა (ბუნებრივია, დასავლეთი ამას მიესალმა და მაინცდამაინც, არც აღმოსავლეთი შემოუხევია ტანზე). შესაბამისად, სირიის ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის მოქალაქეებს რევოლუციის გამარჯვება მიულოცა და 8 დეკემბერი ეროვნულ დღესასწაულადაც გამოაცხადა. ასევე, 2012 წელს მიღებული სირიის კონსტიტუციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა. ხოლო დავარცხნილ-დაბანილ-ჩაკოსტუმებული აჰმედ ალ-შარა შექმნის დროებით საკანონმდებლო საბჭოს, რომელიც ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე იმუშავებს. ანუ სირიაში სავლეს, პავლედ ქცევის იდილია გრძელდება. აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: ყოველთვის ასე გულისამრევად აღვირახსნილი იყო პოლიტიკა, თუ, უბრალოდ, ჩვენ ვიყავით (და ვაი რომ, ზოგნი კვლავაც რჩებიან) წრეგადასულად ინფანტილურები?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან