პოლიტიკა

წმიდათაწმიდა მილსადენები

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 09.05, 2022 წელი

წმიდათაწმინდა
მილსადენები
დაკოპირებულია

და პოლონური მანევრები...

რაკი ყველას გვახსოვს გამონათქვამი, რომ ყველაზე ბევრს იტყუებიან არჩევნებამდე, ომის დროს და ნადირობის შემდეგო, ცხადზე უცხადესია, რომ ინფორმაცია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვრცელდება (ორივე მხრიდან) ბოლომდე სანდო და საიმედო არ არის, მით უმეტეს, რუსული საინფორმაციო წყაროების მიერ მოწოდებული, თუმცა რაღაც ცნობას (განსჯისთვის მაინც) შეიცავს. მაგალითად, რუსული წყაროები იუწყებიან, რომ პოლონეთი სამშვიდობო ძალებს ამზადებს დასავლეთ უკრაინაში შესაყვანად, რის რუსული ქვეტექსტიც ისაა, რომ პოლონეთი ლვოვის დაბრუნებისკენ ისწრაფვის.

თუ გავიხსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანაშემწე (არესტოვიჩი) მოგვიწოდებს დე ფაქტო აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დასაბრუნებლად (ქართველებისთვის საუკეთესო დროაო), შესაძლოა, პოლონელებიც იმას ფიქრობდნენ, რატომაც არ უნდა დავამყაროთ კონტროლი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც, სახელდობრ, 1919-1939 წლებში პოლონეთი აკოტროლებდა.

თქვენ წარმოიდგინეთ, პოლონეთის ხელისუფლებას 1920 წელს ქალაქი ლვოვი პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთიც დაუჯილდოებია და ეს ჯილდო დღემდე ამშვენებს, თურმე, ქალაქის გერბს.

მართალია, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება არათუ დასავლეთში, არამედ სრულიად უკრაინაშიც, სამაგიეროდ, ვიცით, რომ პოლონეთმა უარი თქვა რუსულ გაზზე, ოღონდ აღმოჩნდა, რომ პოლონეთი ბუნებრივ გაზს გერმანიიდან ყიდულობს, ცხადია, ისევ რუსულს, ანუ „გაზპრომს“ არაფერი დაუკარგავს. მეორე მხრივ, პოლონეთის პოზიციაც გასაგებია (იმდენჯერ ჰყავს დაჯიჯგნილი ეს სახელმწიფო რუსეთის იმპერიას და არა მხოლოდ მას!), მაგრამ ჩემთვის კითხვათა კითხვად მაინც ის რჩება, როგორ ახერხებენ მხარეები, რომ, თუმცა უკრაინის ტერიტორია დაქსელილია რუსეთიდან ევროპისკენ მიმავალი მილსადენებით, ერთი ტყვია რაა, ისიც კი არ მოხვედრია, მაშინ, როდესაც საცხოვრებელი სახლები მასობრივად იბომბება?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი