კოკაინის სკანდალი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:00 06.10
ანუ დაყნოსვიდან ქავილამდე?!
მაშინ, როდესაც კონკრეტულად ჩვენ საკუთარ პარლამენტარებს ვაკრიტიკებთ და, ძირითადად, ვიწუნებთ და კაცმა რომ თქვას, ყოველთვისაც ვიწუნებდით (განსაკუთრებით, გაწევ-გამოწევებისა და შეგინებ-შემოგინებების გამო), არგენტინის პარლამენტის წევრი (მაინც დავწერ სახელს, თუმცა არაფერს გვმატებს, მხოლოდ ინფორმაციისთვის: ხუან მანუელ როსი) ნარკოტიკის გამო ფრიად დიდ სკანდალში გაეხვია.
საქმე ის გახლავთ, რომ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, რომ ხალხის რჩეული ხუან მანუელ როსს ცხვირთან მიაქვს მცირე ზომის საგანი, რის გამოც ის პარლამენტის სხდომაზე კოკაინის მოხმარებაში დაადანაშაულეს. კერძოდ. რატომღაც, დაასკვნეს, რომ დეპუტატმა კოკაინი შეიყნოსა, ჩემთვის უცნობია, რის საფუძველზე დადგინდა, რომ ნივთიერება, რომელიც არგენტინელი ხალხის რჩეულმა შეისუნთქა, კოკაინი იყო, თუმცა თავად დეპუტატი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ხელში კალამი ეჭირა ქავილის სურვილის დასაკმაყოფილებლად. მეტიც, მზადყოფნას გამოთქვამს ტოქსიკოლოგიური ტესტის ჩატარებისთვის. გულწრფელად გეტყვით, რომ პირადად მე ნაკლებად მაღელვებს არგენტინის პარლამენტში არიან თუ არა ნარკომომხმარებლები. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში. გულს მიხარებს, ჩვენებურ პარლამენტებში მომხდარზე უარესებიც რომ ხდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





