პოლიტიკა

ცხვირებწასამტვრევები

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ თვალებამოლურჯებულები

მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთის ბირთვულ ტრიადაზე იერიშის მიტანით გაგრძელდა, კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე და, შესაბამისად, დასავლეთის, უფრო კი ევროკავშირის, ლიდერების რიტორიკა, რაც, სამწუხაროდ, რიტორიკას არა და არ სცდება, მეორე მხრივ, ხან აძლევენ და ხან არც აძლევენ უკრაინას დაპირებულ შორ რადიუსზე მოქმედ საფრენ აპარატებს. ამის პარალელურად, 6 000 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი ელის მშობლიურ მიწაში დასაფლავებას, მაგრამ კიევმა ჯერ იუარა, შემდეგ კი მხოლოდ მეექვსედი მიიღო. თუ გავიხსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულები კარგა ხანს იწვნენ აგვისტოს მზის ქვეშ, სანამ ქართველმა მღვდელმსახურებმა არ გააპატიოსნეს და გამოიყვანეს, როგორც ჩანს, პროქსი-ომების თავისებურებაა უცნაური დამოკიდებულება დაღუპულთა ცხედრებისადმი.

ამასობაში კი „ნატოს“ გენმდივანი აცხადებს, რომ უფრო სრულყოფილი „ნატოს“ შექმნაა აუცილებელი. რატომ? იმიტომ რომ „ნატო“ რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოსო. მეტიც, მოსკოვს თავს დაატეხოს მთელი თავისი სიძლიერეო.

ბუნებრივია, ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, ვინაიდან, რა თქმა უნდა, უმჯობესია, თავად დასცხონ ერთმანეთს „ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით“ (მთავარია, მთლად ბირთვული ბომბები არ დააყარონ). ხოლო, თავის მხრივ, პრ. პუტინი აცხადებს, რომ, როგორც ნაპოლეონმა და ჰიტლერმა წაიმსხვრიეს ცხვირები, სხვა მსურველებსაც იგივე ელით.

ოღონდ, რაკი შეუცნობია გზანი უფლისანი და რამდენიც უნდა იბაქიბუქონ და იბრიქონ პატიოსანმა გვამებმა, სამყაროს მაინც სულ სხვა კანონზომიერება მართავს (იმ შემთხვევაშიც, თუ გწამს და იმ შემთხვევაშიც, თუ ურწმუნო ხარ), ვფიქრობ, მთავარია, ჩვენ არაფერი შეგვეხოს და, თუ გაუხარდებათ („დიდ ბიჭებს“, აქამომდე რომ „პატარებით“ უსწორებდნენ ერთმანეთს ანგარიშს), ერთმანეთისთვის, ცხვირების წამტვრევასთან ერთად, თვალებიც ამოულურჯებიათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა