პოლიტიკა

წყალი...

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 23.11, 2021 წელი

წყალი
დაკოპირებულია

ანუ ნუ გამახსენებ ლამისყანას, დავით, ანუ „ნატო“

გასულ კვირას ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ხომალდები „მაუნთ უიტნი” და „პორტერი“ შემოვიდნენ. ისინი ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდნენ, ხოლო ერთ-ერთი – „მაუნთ უიტნი“, აგერ უკვე, მეხუთეჯერ გვწვევია – მათ შორის, პირველად (მოვიხმობ ციტატას საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებიდან): „2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით.”

ცხადია, ჩვენ ვიცით, თუ რა დატვირთვა ჰქონდა 2008 წელს ამერიკული სამხედრო ხომალდის საქართველოს პორტში შემოსვლას (მიუხედავად ჩვენი თანამემამულეების ქოლიკისა, წყალი და ეგრეთ წოდებული, „მშრალი საკვები“ ჩამოგვიტანაო), თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ამერიკული დახმარება იმ ჩვენს საბედისწერო ხუთდღიან ომში ქცევით მხოლოდ ამ ხომალდის შემოსვლით გამოიხატა. შესაბამისად, ასოციაციები უსიამოვნო ჩნდება და ეს ბუნებრივია, ვინაიდან 2008-ში ჩვენ სწორედ დასავლეთისკენ სწრაფვის გამო დავინაყეთ და იმიტომაც, რომ 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე „მაფი“ არ მოგვცეს (ესეც გასაგებია – რფ-სთან ჩვენ გამო არავინ გაიფუჭებს ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ თავი სამყაროს ჭიპად წარმოგვიდგენია).

შესაბამისად, იქნებ ახლა მაინც თქვას ჩვენმა ოკეანისგაღმელმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, რომ ირიბი სამხედრო მხარდაჭერა იყო, თორემ, თუ მათ პასიურობას გავიხსენებთ სამხრეთ კავკასიაში და ავღანეთის ამბებსაც დავამატებთ, მათ გავლენას ვინ ჩივის, შეუდგა წყალი ამ ჩვენს სახელმწიფოს და ეგაა, ვინაიდან არც ისაა გამორიცხული, რომ 100 წლის შემდეგაც, რაც ჩვენგან დარჩა, ისიც ტორტივით გაინაწილოს „სამს პლუს ორმა“ (სხვათა შორის, იმიტომაც, რომ ჩვენ კვლავ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხისკენ მივრბი-მოვრბივართ).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი