პოლიტიკა

განრისხებული ბრიუსელი

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:26

ამბები
დაკოპირებულია

ანუ იაფფასიანი არმია „ნატოსთვის“

უკრაინაში ომი გრძელდება და თუ ამ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვერწმუნებით, რუსეთის ფედერაცია მარცხდება, ახლა თუ არა, მომავალში უსათუოდ ასე მოხდება და მერე რა, რომ უკრაინაში საძმო სასაფლაოები კილომეტრებზეა გადაჭიმული, რაც მთავარია, ევროპული არჩევანია ცოცხალი.

და ეს ჩემი შეფასება რომ მავანმა ცინიზმად არ შემიფასოს, თვით ევროპულ პრესას მოვიშველიებ. სახელდობრ, გერმანული გამოცემის თანახმად (მომყავს ციტატა): „ევროპა უკრაინას იყენებს, როგორც თავის კერძო არმიას“.

და ეს მხოლოდ სათაურია, იმიტომ რომ ევროპელები (ვისაც ჭკუა და რაციონალიზმი მოეკითხება) ხვდებიან, რომ „ნატო“ უკრაინელებს იაფფასიან სამხედრო ძალად განიხილავს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ევროკავშირი დახმარებასაც უწევს უკრაინას, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ ფული საკმარისია ადამიანების სიცოცხლისა და მათი დანგრეული ცხოვრების საპირწონედ (იმიტომ რომ კაპიტალიზმის ანბანია ეს ამბავი).

მეორე მხრივ, ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპელები ცუდები ან დაუნდობლები არიან, იმიტომ რომ საქმე გაცილებით მარტივადაა: თუ მათკენ მიილტვი და აცხადებ, რომ დემოკრატიული მომავლის გარეშე არსებობა ვერ წარმოგიდგენია, ცხადია, მხოლოდ სიტყვები არაფერს ნიშნავს და დემოკრატიის ერთგულება საქმითაც, ანუ საკუთარი სისხლის ფასად უნდა დაამტკიცო (ანუ „რაფაელო“ არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად). ოღონდ ეს ფაქტი იმასაც ხსნის, თუ რატომ გვიბრაზდებიან ხოლმე ჩვენი ევროპელი პარტნიორ-მეგობრები: იმიტომ რომ არ ვისურვეთ საზარბაზნე ხორცად ქცევა. და ეს პატიოსანი ზემოხსენებული გამოცემაც ადასტურებს ჩემს ამ მოსაზრებას (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „ევროპული ელიტები მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებს ზარბაზნის ხორცად იყენებენ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად. თუმცა ამ მანევრის ფასი ძალიან მაღალია.“

თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ შორის შინ, ანუ ევროპაში მიმავალნიც არიან, არც ომს რომ არ უშინდებიან და არც ნგრევას, რასაკვირველია, დემოკრატიის დროშის ქვეშ, ვფიქრობ, ის დროც დადგა, რომ მსწრაფლ მივავლინოთ აი, იმ იაფფასიან არმიაში, რომელიც, ჩემი კი არა, გერმანული გამოცემის მტკიცებით, ევროპული უსაფრთხოებისთვის იბრძვის. რატომ? იმიტომ რომ, თუ ევროპული ფული მოგწონს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაფინანსება), კეთილი ინებე და ზვარაკადაც შეეწირე იდეებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი