პოლიტიკა

ქოქოლადასაყრელები

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 57 წუთის წინ

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვის უნდა დაეცეს ევრომეხი

მოგეხსენებათ, სომხეთში მთელი ევროელიტა შეიკრიბა და სომხეთი ლამის სამყაროს ცენტრად გამოაცხადეს, არათუ სამხრეთ კავკასიისა. ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიერი, აქამომდე ბაქოს რომ უტკბებოდა და ილჰამ ალიევს, როგორც პოეტი იტყოდა, „ღიმილით უკვდებოდა“, აწ უკვე ბ-ნ ფაშინიანს ეალერსება, იმდენადაც კი, რომ ერევნიდან მთელი დანარჩენი სამყაროს გასაგონად აცხადებს, რომ სომხეთი კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლესი გზაა.

ბუნებრივია, სომხეთი სიამოვნებისგან გაიტრუნა, მით უფრო, რომ ქ-ნმა ურსულამ დასძინა, გზა ადრე დაკეტილი იყო, მაგრამ ახლა, სომხეთის თამამი გადაწყვეტილების წყალობით, სიტუაცია შეიცვალაო. ვეჭვობ, თამამ გადაწყვეტილებაში რუსეთისადმი გაგრილება (თუ მთლად გაციება არა) იგულისხმა.

აქვე შევნიშნავ, რომ ზემოხსენებული ქალბატონი უფრო შორსაც წავიდა და ჩვენი მეზობლები შეაგულიანა, რომ სომხეთს შეუძლია, გახდეს რეგიონული ცენტრი და გზაჯვარედინი.

თუ რუკას დავხედავთ, გზაჯვარედინობა ფრიად საეჭვოა (ჯანდაბას, ცენტრი იყოს), მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპაში რუკებს არ სწყალობენ, ანუ გეოგრაფიას, როგორც ასეთს, თუმცა, რაკი „ცემა გვმართებს გამზრდელისა, რა ყმა ნახო ცუდად ზრდილი“, ვფიქრობ, ქ-ნი ფონ დერ ლაიენის (და არა მხოლოდ მისი) გეოგრაფიის მასწავლებელი ქოქოლის დაყრის გარდა, ერთი დაშხოშიანი ევრომეხის დაცემასაც იმსახურებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი