პოლიტიკა

ტრაგედია „ლაივში“

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 14.06, 2021 წელი

ტრაგედია
დაკოპირებულია

ანუ ფსკერის იქით

სამწუხაროდ, ყველა კლასიკოსი იმსოფლად განისვენებს როგორც ტრაგედიის, ისე ტრაგიკომედიის მამები და შესაძლოა, სწორედ ამ მარტივი მიზეზის გამოა, რომ ჩვენებურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ისეთი არეულობაა, ლამისაა ავლიპ ზურაბიშვილის სულმა სიკვდილ-სიცოცხლის ფარდა გამოარღვიოს და სხვა თუ არაფერი, ცივი შხაპით მკურნალობის პროცედურები მაინც დაიწყოს (იმიტომ რომ ამდენ მედიკამენტს ასე უცებ ვერც იშოვის).

მანამდე კი ეს ჩვენი პოლიტიკური კლასი ისე, უკაცრავად ვარ ჟარგონისთვის, ჩაბანძდა, რომ, წესითა და რიგით, მათთვის თვალის გასწორებაც უნდა ეუხერხულებოდეს საშუალო სტატისტიკურ ადამიანსაც კი. თუმცა, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ჩვენებურ პოლიტიკოსებს თავი მთლად ბისმარკები თუ არა, დამწყები გრიბოედოვები მაინც ჰგონიათ (ეს შედარება არც ისე გულუბრყვილოდ და შემთხვევით მოვიტანე).

ერთი სიტყვით, „გირჩელმა“ მეგრელიშვილმა, ჯერ იყო და, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სისულელეებს ვიტყვი და არ დამცინოთო (გულწრფელობა, მართლაც, დასაფასებელია, რადგან ეს ჩვენებური პოლიტიკოსები უმეტესწილად სისულელეებს უბნობენ და თავი ჭკვიანებად მოაქვთ), მერე იყო და, თანამოაზრე და კოლეგა რაქვიაშვილთან ერთად პარლამენტის შენობის ფანჯრიდან იწუწავა. რაკი მე არ ვიცი, რა უფრო უარესია, მიშელის სახელობის ფრაქცია თუ ორგანოში, ისევ და ისევ საპარლამენტოში, წუწაობა, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იმედია, ფსკერი, რის იქითაც დაცემა გამორიცხულია, ახლოა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი