პოლიტიკა

„თმაგაჩეჩილი“ „ვირთხები“

№52

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 30.12, 2020 წელი

თმაგაჩეჩილი ვირჩხერბი
დაკოპირებულია

მართალია, ვერ ვიტყვით, რომ ანა დოლიძე ქართული პოლიტიკის გამორჩეული ფიგურაა ან წარუშლელი კვალი დაამჩნია მისმა ჩინოვნიკობამ (თავდაცვის მინისტრის მოადგილეც კი გახლდათ) სახელმწიფო მანქანას, თუმცა, როგორც ქალი პოლიტიკაში, პირადად ჩემთვის სიმპათიას იწვევდა (ქალებს უპირობოდ ვაძლევ ფორას), მით უმეტეს, უპირობოდ მის მხარეს ვიყავი, როდესაც, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი (თავისი პოლიტიკური ზეობის ხანაში) თავს დაესხა და პირდაუბანელი და თმაგაჩეჩილი უწოდა. 

მაგრამ აი, ხანი გამოხდა და თვით ქ-ნი დოლიძის ლექსიკაც შეიცვალა, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების რბოლაში ჩაერთო. მაგალითად, „ოცნებას“ სიძულვილის ენას უწუნებს და ამასობაში ამას აფასებს, როგორც „ვირთხების რბოლას“ და გვპირდება, რომ ქვეყანას ვერასდიდებით ვერ დატოვებს ამ „ვირთხების რბოლაში“.

სიძულვილის ენისა რა მოგახსენოთ და (მე მას ყოველთვის ვემიჯნები და არც არასდროს გამომიყენებია), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, მათ შორის, ანა დოლიძის შვილიც აშშ-ის მოქალაქეა, ჩვენი პოლიტიკოს-ჩინოვნიკთა შვილების უმეტესობა უცხოურ კერძო ბაღებსა და სკოლებში დაიარებიან, სწავლასაც უცხოეთში განაგრძობენ და ჯარში სამსახურითაც არ იკლავენ თავს, დიდად ეჭვი მეპარება, ამ პოლიტიკოს-ჩინოვნიკების მთავარი პრობლემა სიძულვილის ენა იყოს და მიზანი – ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი