პოლიტიკა

ტყე შეუნახე უცხოტომელებს...

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 04.05, 2021 წელი

ტყე შეუნახე
უცხოპლანეტელებს
დაკოპირებულია

ანუ ამოწყდით?!

ეს ჩვენი ქვეყანა, ერთი მხრივ, ღარიბთა რიცხვს განეკუთვნება (თუმცა ჩემთვის უცნობია, როგორ უნდა მოინდომო ისე, რომ ასეთი ადგილი მდიდარ თუ არა, საშუალო დონეზე საცხოვრებლად ვერ აქციო, მაგრამ ეს სხვა და უფრო ვრცელი საუბრის თემაა), მეორე მხრივ კი, შობადობის დაბალი მაჩენებლითა და მოსახლეობის დაბერებით გამოირჩევა, ამასობაში კი 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების ახალი წესი“. სახელდობრ, კანონი გაუარესდა და, თუკი ამა წლის პირველ იანვრამდე დედას (ან მამას) 6 თვით შეეძლო ფასიანი შვებულებით სარგებლობა, აწ ეს ვადა 126 კალენდარულ დღემდე შემცირდა, თუმცა ახალი წესის შემქმნელებმა (არადა, იქნებ ჯობდა, თავად მათ არასდროს ეხილათ მზის სინათლე, ვიდრე მათ მიერ დადგენილ წესს?!) პატივი დაგვდეს და გართულებული მშობიარობისა ან ტყუპების შეძენის შემთხვევაში ეს ვადა 143 კალენდარულ დღემდე გაზარდეს.

სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია ამ ახალი წესის შემომღებთა ვინაობა, თუმცა, წესი რომ უკვე მოქმედებს, ვფიქრობ, არც პოლიტიკოსებისთვის უნდა იყოს ახალი ამბავი და არც არასამთავრობო სექტორისთვის. ამდენად, შეუძლებელია, ვერ მიმხვდარიყვნენ, რომ კანონი გაუარესდა, ესე იგი, დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

ამის პარალელურად, იცით, რომ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ჰესებისგან ქართული მიწა-წყლისა და ეკოლოგიის დასაცავად, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ჯერ ერთი, ჩვენ გარშემო არსებული ყველა სახელმწიფო გვჯობნის მოსახლეობის სიმჭიდროვით (რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივად მოხდება მათი შემოდინება ჩვენს ტერიტორიაზე) და დავამატებთ ზემონახსენებ ახალ წესს (რომელსაც, წესითა და რიგით, უნდა ერქვას „ამოწყდითო“), პირადად ჩემთვის გაუგებარია, ვისთვის ვიცავთ ეკოლოგიას ან ვისთვის ვეპოტინებით ტერიტორიულ მთლიანობას, თუ შობადობის ასეთი ტემპითა და ასეთი კანონებით, იმაზე ადრე დავცოტავდებით, ვიდრე ამას გაეროს შესაბამისი სამსახური ვარაუდობს. -

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი