პოლიტიკა

ტერორისტები VS ტერორისტები

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 07.09

ტერორისტები VS ტერორისტები
დაკოპირებულია

ვინ შეკაზმავს ცხენს, ანუ ვინ ვის ამოხოცავს?!

მას შემდეგ, რაც კოალიციამ, აშშ-ის თამადობით, ავღანეთი დატოვა, უფრო ზუსტად - პროცესი მიმდინარეობს, ვინაიდან ის ავღანელებიც ტოვებენ სამშობლოს, რომლებიც კოალიციასთან თანამრომლობდნენ ან უბრალოდ; თალიბებს უფრთხიან, ქაბულის აეროპორტში აფეთქება მოხდა, რომელსაც ამერიკელი ჯარისკაცებიც ემსხვერპლნენ. რაკი თალიბებმა ისეთი სახეცვლილება განიცადეს, 20 წლის წინანდელ თალიბებთან შედარებით, დღე-დღეზე ველი, ემანდ ფრთები არ ამოუვიდეთ, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ტერორისტული აქტის ავტორები არ იქნებოდნენ (ამ ეტაპზე ხელსაყრელი არ არის და იმიტომ) და, მართლაც, ტერაქტზე პასუხისმგებლობა (არადა ეს ორი სიტყვა – ტერაქტი და პასუხისმგებლობა – ცალკე ტრაგიკომედიაა) ისლამური სახალიფოს დანაყოფმა აიღო თავის თავზე.

ვითარება ფრიად უჩვეულოა, რამდენიმე ფაქტი ფაქტად ჩამოვწეროთ:

– კოალიციის ავღანეთში ყოფნისას სახალიფო არც კი ტოკავდა, აწ კი ფრიად გააქტიურდა (თან – ამერიკელი სამხედროებიც იმსხვერპლა):

– სახალიფოს მებრძოლები, რომლებიც კორონას გამო მეტ–ნაკლებად მშვიდად იყვნენ, გააქტიურდნენ;

– სახალიფოს გააქტიურების მიმართულება ახლა უკვე თალიბებია (თუმცა ის კიდევ საკითხავია, ვინ ვის აჯობებს);

– თალიბები იმდენად კარგად დატრენინგებულებს ჰგვანან (თითქოს სარკის წინ დახვეწეს თავიანთი ადრინდელი არც თუ კეთილშობილური მანერები), რომ რაღაც სხვა მისიაც უნდა ჰქონდეთ, გარდა ავღანეთის ხელისუფლების დამხობისა.

კიდევ არის და იქნება (რომლებიც მე არ ვიცი, ვინაიდან საიდუმლო სამსახურებში არ ვმუშაობ) უცნაური ფაქტები, მაგრამ ზემოჩამოთვლილიც ტოვებს ეჭვს, რომ იქნებ მავანმა სახალიფოს ტერორისტების დაგროვილი ძალის თალიბების ხელით (ან პირიქით – ერთმანეთი რომ დაასუსტონ) დასუსტება განიზრახა?! ამას მეორე ეჭვიც მოჰყვება: იმავე მავანმა ტერორიზმის თარეშის დაპირისპირების არეალის გაფართოება განიზრახა?

ეჭვების გასაფანტავად ან გასაძლიერებლად აუცილებლად უნდა დავხედოთ რუკას, რათა დავადგინოთ, რომელი სახელმწიფოები დაემატა, ანუ რომელ სახელმწიფოებს მიუახლოვდა მოსალოდნელი ცეცხლის ხაზი (თუკი სახალიფო და თალიბები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან)?

ვიღაცას კი გულუბრყვილოდ ეგონა, რომ Game is over, ანუ თამაში დამთავრებულია, არადა, ვგონებ, ახლა იწყება, თუ იწყება, თავდავიწყება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...