პოლიტიკა

თავაუტკივებლები

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 06.11

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მოხერხებულობა დასავლურად

აქეთ უკრაინის პრეზიდენტი დაატარებს გამარჯვების გეგმას, იქით „ბრიქსს“ სთავაზობს ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრობლემის დარეგულირების გეგმას, შუაში კი აშშ-ის თავდაცვის მდივანი (ლოიდ ოსტინი) განმარტავს, თუ რატომ არ აძლევს აშშ უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული რაკეტებით იერიშის მიტანის უფლებას.

ჯერ ერთი (როგორც პატივცემული ოსტინი ამბობს), რუსმა სამხედროებმა უკვე განათავსეს თავიანთი საბრძოლო თვითმფრინავები ფრონტის ხაზიდან 300 კილომეტრზე მეტ მანძილზე (ანუ ATACMS რაკეტები ვერ მისწვდებაო);

მეორე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია, ამერიკული რაკეტების გარეშეც მიიტანოს იერიში რუსეთის სიღრმეშიო (აშშ უკრაინას საბრძოლო დრონების ტექნოლოგიის განვითარებაში დაეხმარა, ისინი კი 400-კილომეტრიან რადიუსში მოქმედებენო);

ხოლო კიევში ყოფნისას კი (ზემოხსენებულმა ლიოდ ოსტინმა), დააზუსტა, რომ უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს მათი ნებართვის გარეშეც და დასძინა, რომ გამარჯვების გეგმა შეინარჩუნებს უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი ტერიტორია და შეაჩეროს ნებისმიერი აგრესია.

ხოლო, თუ გავიხსენებთ რფ-ის ხელისუფლის მუქარას, რომ, თუკი უკრაინა რუსეთის მიმართულებით ისვრის დასავლურ რაკეტას, რფ რაკეტის მწარმოებელ ქვეყანას უპასუხებს, ყველაფერი თავის ადგილას დგება: ძლიერთა ამა სოფლისათა პატიოსან გვამებს არ უყვართ ზედმეტი თავის ტკივილი და თავიანთ მიზნებს სხვებით აღწევენ (რაც მეტად და მეტად გონივრულია); უკრაინული დრონებით მიტანილი იერიშების სამიზნე, ხომ, ისევ და ისევ უკრაინა იქნება?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა