პოლიტიკა

ტარანა გეოპოლიტიკურად

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00

ამბები
დაკოპირებულია

მაშინ, როდესაც „ძლიერი საქართველო“ გამოდის ინიციატივით, რომ ანაკლიის ჯერარაშენებულ პორტს ტრამპის სახელი ეწოდოს, რომ ოქროს ასოებით სამარადჟამოდ ჩაიწეროს დონალდ ტრამპის სახელი ისტორიის ფურცლებზე, როგორც კარიბჭე რეგიონისა ევროპისკენ, ჰორმუზის სრუტის 2 კვირით გახსნა (ჯოჯოხეთი, მოგეხსენებათ, სწორედ ამ დროით გადავადდა) ირანს თითო გატარებული ტანკერიდან 2 მილიონ აშშ დოლარს მოუტანს, ხოლო საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ არც ისაა გამორიცხული, სანქციებიც მოუხსნან, ხოლო ეს კი ნიშნავს, რომ ირანი მართლაც აყვავების გზით წავა.

მართალია, ჯერ უნდა გადახტე და „ჰოპლა“ მერე დაიძახო, მაგრამ განვითარებული მოვლენები მოწმობს, რომ, რაც გარეგნულად ჩანს, ეს მხოლოდ ფასადია, ნამდვილი ამბები ამ ფასადის მიღმა ხდება და ჩვენ მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ან ფსიქოზამდე ანერვიულებული ადამიანთა მასის როლი გვაქვს. ამიტომაც თავად თუ არ გავუფრთხილდით საკუთარ ნერვულ უჯრედებს, ამის მსურველიც კი არ გამოჩნდება, იმიტომ რომ არა მხოლოდ ტარანაა თვლით, ჩვენი სიმშვიდე და ჯანმრთელობაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი