პოლიტიკა

მცირედმორწმუნეები

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ამბები
დაკოპირებულია

თუ ცხვირგრძელები?!

შესაძლოა, იმის გამო, რომ, ძირითადად, ყოვლისმცოდნეებად მოგვაქვს თავი, ჩვენი საზოგადოება, ბუნებრივია, შფოთავს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი, ანუ ვის აირჩევს პატრიარქად და თავგადაკლული სჯა-ბაასია ამტყდარი, თუ რა და როგორ უნდა იყოს, შესაბამისად, ისიც კი იციან, თუ რა სურდა კათოლიკოს-პატრიარქს სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ თანამოსაყდრედ სიცოცხლეშივე დაასახელა მეუფე შიო (ცხადია, აჯობებდა, ყველას ჩვენი საერო თავებისთვის მიგვეხედა და ეკლესიის სულიერ საქმეებს გავრიდებოდით, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც ვცდილობთ, ცხვირი იქაც კი ჩავყოთ, სადაც არაფერი გვესაქმება და ჩვენს აზრს ჩალის ფასიც არ აქვს).

უფრო მეტიც, ჩურჩულები ჯერ კიდევ მაშინ გაისმა, მსოფლიო პატრიარქი რომ აპირებდა ჩამოსვლას ჩვენი უწმიდესისა და უნეტარესის დაკრძალვაზე: ჯერ ითქვა, არ უშვებენო; შემდეგ დაემატა, რაკი ჩამოვიდა, წესის აგების რიტუალში არ მიაღებინებენ მონაწილეობასო, ხოლო, როდესაც ეს ყოველივე სიცრუე აღმოჩნდა, ახლა უკვე რუსული დაზვერვა ჩაერთო საქმეში (მოგეხსენებათ, მსოფლიო პატრიარქის შესამოსელი ქართულად იყო გაფორმებული) და „გაგვაფრთხილა“, რომ მსოფლიო პატრიარქი ცდილობს, ჩაერიოს სინოდის არჩევანში და თავისი კანდიდატები გაიყვანოს. და თუმცა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯამღაიძე განმარტავს, რომ წარმოუდგენელი და შეუძლებელია მსგავსი ჩარევა სხვა ეკლესიის მხრიდან, მაინც გაცხოველებულია ჭმუნვა და ოხვრა.

მეორე მხრივ, გასაგებია, რომ ნებისმიერი ქვეყნის დაზვერვის სამსახური და გამონაკლისი ვერც რუსული იქნება, მოწადინებულია, რომ შფოთი დათესოს თავისი ინტერესის ადგილას და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვერც რუსეთისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქები იყოფენ გავლენის სფეროებს, ოღონდ ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტი ფაქტად რჩება: თუ ვაღიარებ (როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი), რომ თმის ღერიც კი არ დავარდება ნებისმიერის თავიდან ღვთის ნების გარეშე, პატრიარქს როგორღა აირჩევს სინოდი მავანთა ხუშტურით?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი