პოლიტიკა

ტანჯულები...

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 21.06, 2022 წელი

ტანჯულები
დაკოპირებულია

ანუ კეთილგანწყობის ფასი

გასულ კვირას ევროპარლამენტარებმა ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ამბავი განიხილეს და რეზოლუციით გვამცნეს, რომ თავისუფალი სიტყვა არნახულად იდევნება (ჩვენთან) და საქართველოს მოსახლეობა რუსული პროპაგანდით იტანჯება, მეტიც, მიზნობრივი სანქციები დაუწესეთ ბიძინა ივანიშვილსო, ვინაიდანო არაფორმალური მმართველობა და კრემლისადმი სიმპათიები შეინიშნებაო. კრემლისადმი სიმპათიებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრან, მით უმეტეს, თავისთავად ანეკდოტია, რომ თავისუფალი სიტყვა იდევნება ან ვინმე რუსული პროპაგანდით იტანჯება.

რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, ის, ცხადია, შეინიშნება და პატივცემულ ევროპარლამენტარებს, უდავოდ, ორივე ხელით დავეთანხმებოდი, რომ არა ერთი ფაქტი: ბრმისთვისაც ნათელია (ზემომოტანილი აზრების მქონე ევროპარლამენტართა ვინაობებით), რომ ჩვენებურმა ოპოზიციამ იჩაუქა (მოგეხსენებათ, დასავლეთში ლობიზმი, ანუ, ფულს რომ იხდი, შენი ინტერესების გატარებაში, ოფიციალურია), ბუნებრივია, ერთადერთი მიზნით – მოვიდეს ხელისუფლებაში, მაშასადამე, ისევ „ნაციონალური“ ხელისუფლება გვყავდეს, ხოლო, აი, ივანიშვილის მართვის სტილი რომ არ მოგწონთ და ამ დროს სააკაშვილის მართვის სტილს მისტირი, ანუ ეს წინააღმდეგობრივი მიდგომა ფრიად დიდ ეჭვებს აჩენს.

მეორე მხრივ, არანაკლებ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ზემონახსენებთა რისხვა შესაძლოა, იმასაც გამოეწვია, საქართველო რომ ომში არ ებმება (ომი დიდი ფულიცაა მათთვის, ვისაც ტყვია არ ეკარება). ამასობაში კი შევიტყვეთ (აშშ-ელი გენერალ-ლეიტენანტის, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის ყოფილი მოადგილის ოსტივენ ტვიტტის ნაამბობიდან), რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნამდვილი დანაკარგები შესაძლოა, დაახლოებით, 200 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდეს (იგულისხმებიან დაღუპულებიც და დაჭრილებიც). თუმცა არც ის გამოირიცხება, რომ უკრაინელები არაზუსტ მონაცემებს აწვდიან პარტნიორებს (თვით ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორიც კი ჩივის, თურმე, რომ ზელენსკი მათ ნამდვილ მონაცემებს არ აწვდის). თუმცა ციფრები, რაოდენ გაბერილიც უნდა იყოს ან არ იყოს (დღეში 100 უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვას უკრაინის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს), იბადება რიტორიკული კითხვა: თუ, მართლაც, ამდენი ღირს დასავლეთის კეთილგანწყობის მოპოვება, პირადად მე ძალიან ძვირი ფასი მგონია...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი