პოლიტიკა

სუსტგულიანი?!

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 03.08

სუსტგულიანი
დაკოპირებულია

ანუ ის ან ეს...

იმ მარტივი მიზეზით, რომ, თუმცა გულზე მჯიღებს ვიცემთ და თავი სამყაროს ჭიპიც გვგონია, მაინც ვერ გავცდით ბაღის (თანაც – საბჭოურის) აღსაზრდელის როლსა და მოწოდებას, სახელდობრ, ზედამხედველების მითითებებით მოქმედებას და აღმზრდელთან საჩივლელად მისვლასაც ერთმანეთს ვასწრებთ.

ამჯერად ერთ-ერთი ასეთი აღმზრდელ-ზედამხედველის როლი პატივცემულ შარლ მიშელს მივანიჭეთ (მოგეხსენებათ – ჩვენებური ინფანტილიზმი იქამდეც კი მივიდა, დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ ცოცხალი – ღმერთმა დიდი დღე მისცეს – მიშელის სახელობის ფრაქციაც კი შეიქმნა, ვინაიდან ჰომოსოვეტიკუსი უკვდავია, უბრალოდ, ახლა მზე განა აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან ამოდის). ევროპული საბჭოს პრეზიდენტი (ანუ შარლ მიშელი) აწ უკვე გვეწვია და ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ამ უკანასკნელთ არც დაუმალავთ, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, სწორედ, შარლ მიშელის დოკუმენტი იქნებოდა – უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნით შეთანხმება ირღვევაო და იმედოვნებენ, შარლ მიშელი ყურებს აუწევს ხელისუფლებასო.

ყურები იქით იყოს და, მაგალითად, ოპოზიციონერმა ხატია დეკანოიძემ არც ის დაგვიმალა: პირდაპირ ვუთხარით მიშელს (მომყავს ციტატა): „გვაქვს რისკები – ან რუსეთი, ან ევროატლანტიკური რისკი“. ქ-ნ დეკანოიძეს რომ არ ეთქვა, აბა, პატივცემული შარლი ამდენს როგორ მიხვდებოდა?! მაგრამ ასე პირდაპირ, ალბათ, მაინც არ ღირდა – იქნებ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სუსტი გული აქვს და ასეთი მოულოდნელი აღმოჩენისთვის ვერ გაეძლო?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...