სულზე უტკბესი კრამიტდაცურებულები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 30.07
ანუ „ცივი ომის დამქაშები“
მაშინ, როდესაც გაირკვა, რომ უკრაინა „ნატოში“ მხოლოდ მაშინ დაივანებს, როდესაც რუსეთს გაანადგურებს (სხვათა შორის, სანამ უკრაინელები თავიანთი მიწისთვის იხოცებიან, უკრაინული მიწების მესამედი უკვე გახდა საერთაშორისო კორპორაციების საკუთრება, თუმცა ჯერ კიდევ გადასანაწილებელია უკრაინის მიწაში არსებული 10-11 ტრილიონი დოლარის ღირებულების წიაღისეული), ხოლო რფ-ში კი 110 ტრილიონი რუბლი დაიკარგა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებებში (ომით გადასარევად იხეირეს), ამერიკულ Foreign Affairs-ში, ეგრეთ წოდებულ, ქორთა მანიფესტი გამოქვეყნდა.
რას მოითხოვენ მანიფესტანტები? რომ აშშ-მა „ცივი ომი“ გამოუცხადოს ჩინეთს. რატომ? იმიტომ რომ ჩინეთმა უნდა ცნოს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესობა და საფუძვლიანად შეცვალოს თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა (არა, ანეკდოტს არ ვყვები, სავსებით სერიოზული მოთხოვნაა) და გაიმარჯვოს ამ ომში. რაც მთავარია, ჩინეთში ძალაუფლება უნდა ჩამოერთვას კომუნისტურ პარტიასო.
ბუნებრივია, იბადება კითხვა, როგორ უნდა მოახერხოს ზემოთქმული აშშ-მა?! ეს კითხვა არც მანიფესტის ავტორებს გამორჩენიათ და ისინი აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოიყენოს საბჭოეთთან ცივი ომის წარმოების წარმატებული გამოცდილება (ჩინელი გორბაჩოვი კი, საერთოდაც, „დაგვხატავდაო“).
უცნობია, როგორი რეაქცია ექნება ჩინეთს მსგავს გამოხდომაზე, მით უმეტეს, ისიც, რა წონა აქვთ მანიფესტის ავტორებს აშშ-ის მთავრობაზე, ანუ გადაწყვეტილებების მიმღებებზე, მაგრამ აშკარაა, კრამიტდაცურებულების სიმცირეს არც ჩვენს სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორი უჩივის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან