პოლიტიკა

ორდენოსანი

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 22:12

ამბები
დაკოპირებულია

ანუ გამოცდილების სამჭედლო...

უკრაინაში გასულ კვირას სახელმწიფოებრიობის დღე აღნიშნეს და მას, ბუნებრივია, ვერ გამოაკლდებოდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ურსულა ფონ დერ ლაიენი. არც გამოაკლდა და ღონისძიება სიტყვით გამოსვლითაც დააფასა. სახელდობრ, შეკრებილ საზოგადოებას საზეიმოდ ამცნო, რომ ევროკავშირი და უკრაინა „დრონების შეთანხმებას“ გააფორმებენ. სტუმრისადმი პატივისცემის გამოხატვა არც პრეზიდენტ ზელენსკის დავიწყებია და მან, თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპის ორდენით დააჯილდოვა.

სავარაუდოდ, არა მხოლოდ ამით აღტაცებულმა ქ-ნმა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ფრიად მოხარულია, რაკი ევროკავშირი და უკრაინა თავდაცვით-სამრეწველო სფეროში პარტნიორობას განაგრძობენ და ახალ პროგრამას იწყებენ. მეტიც, დითირამბებიც უძღვნა უკრაინელებს, ბრძანა რა, რომ ევროპამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს უკრაინის საბრძოლო გამოცდილებიდან.

მე არ ვიცი, კონკრეტულად რა ტიპის გამოცდილება იგულისხმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ვეჭვობ, არა უშუალოდ ბრძოლის ველზე ომის მიღებულის, ოღონდ იმის აღნიშვნა კი დაავიწყდა, რომ ომის თეატრის განუყოფელი ნაწილი უკრაინის მიწაზე კილომეტრობით გადაჭიმული საძმო სასაფლაოებია...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი