პოლიტიკა

„არამზადების გალერეა“

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ უკან – კანიბალიზმისკენ?!

მას შემდეგ, რაც აშშ-ირანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება მარილზე წავიდა, ანუ ჩაიშალა და მხარეებმა ისევ განაახლეს ურთიერთდაბომბვები, „დეილი ტელეგრაფმა“ გვამცნო, რომ ირანულმა სამთავრობო გამოცემამ („ჰამშაჰრმამ“) „არამზადების გალერეა“ გამოაქვეყნა. „არამზადებში“, ცხადია, ისინი იგულისხმებიან, რომლებმაც აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

სიის თავკაცები ბრძანდებიან დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ, მათ კვალდაკვალ მიჰყვება 11 სახელმწიფო ლიდერი, მათ შორის, კირ სტარმერი (რომელმაც სულ ახლახან გვაუწყა, რომ მისი პოლიტიკური მოგზაურობა დასრულდა), მარკო რუბიო, ჯორჯა მელონი და ემანუილ მაკრონი.

და თუმცა დასავლური მედია ეჭვობდა, მოჯთაბა ხომენეიც გაუყვა წინამორბედის გზასო, ირანის უზენაესმა ლიდერმა პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა და სიტყვით დაბეჭდა, რომ (მომყავს ციტატა): „შურისძიება ჩვენი ხალხის ნებაა და ის გარდაუვლად უნდა აღსრულდეს. სიაში ის არამზადები და ნაძირლები, ის დამნაშავეები არიან, რომლებიც საწოლში მშვიდად ვერ მოკვდებიან, მათ პირდაპირ სამარეში გავისტუმრებთ“.

ოღონდ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ზემოხსენებული მოჯთაბა ხომენეი თვალით არავის უნახავს ამა წლის 28 თებერვლიდან. მეორე მხრივ, ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა აქვს ჩაფიქრებული (მაგრამ, დამეთანხმებით, რად უნდოდა მოპოვება იმას, რაც მედიაში გამოქვეყნდა?!).

ბუნებრივია, „არამზადებად“ მოხსენიებულების შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ მათ უსაფრთხოებაზე და ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ ამგვარი სიების გამოქვეყნება არცთუ ცივილიზებული საქციელია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ირანთან ომის პირველი ფაზის დროს ამერიკული და ისრაელის მხარეც აქვეყნებდა იმ პირთა სიას, რომელთა ლიკვიდაციასაც გეგმავდნენ და სისრულეშიც მოიყვანეს (ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული კონკრეტულ ადამიანებზე), და ვფიქრობ, საწუწუნო არაფერი აქვთ. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეები ერთმანეთად ღირან, ხოლო, თუ ამ ტემპით განაგრძეს, არც იმას გამოვრიცხავ, ერთმანეთის, პირდაპირი მნიშვნელობით, უმად შეხრამუნებასაც მიჰყონ ხელი...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი