პოლიტიკა

სისხლით ნაწრთობი გამოცდილება

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 10.09

ამბები 2
დაკოპირებულია

ანუ გაბზარულ ნავთან

მოგეხსენებათ, ნავსი გატყდა და დასავლეთმა, ზოგადადაც და, სახელდობრ, აშშ-მაც, როგორც კურსკის ოპერაციას ეტყობა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის ნებართვა მისცა და ტერიტორიის დაბომბვისაც (ჯერ მთლად ღრმადაც არაო) და მართლაც, ვის რად ენაღვლება, უკრაინელების მსხვერპლი რამდენი იქნება, როდესაც ისეთი წმიდათაწმიდა მიზანია მისაღწევი, როგორიც დემოკრატიის გამარჯვებაა?! რაკი გატყდა (ნავსი, რასაკვირველია), უკრაინას დაპირებული F-16 საუკეთესო უკრაინელ მფრინავს ანდვეს (აქვე შეგახსენებთ, რომ უკრაინელი მფრინავები დაჩქარებული წესით მოამზადეს). მაგრამ, სამწუხაროდ, ხსენებული F-16 ჩამოვარდა და კიდევ უფრო სამწუხაროდ, პილოტიც დაიღუპა.

თავდაპირველად, უკრაინული მხარე ამ ფაქტს მალავდა და რუსებსაც აბრალებდნენ, თუმცა, მოგვიანებით, დადასტურდა და პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ის არც რუსებს ჩამოუგდიათ. ასევე, ვარაუდობდნენ, რომ F-16-ის ჩამოვარდნის მიზეზი პილოტის არაპროფესიონალიზმს უკავშირდებოდა ან თავად თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას (სამხედრო ტექნიკა, რომელსაც უკრაინას გადასცემენ, ცინცხალი არ არის და საკმაოდ გაცვეთილია, რაც ბუნებრივია. ახალთახლებს თავიანთთვის ინახავენ, ვინაიდან, პოლიტიკას ახასიათებს, თუ ახასიათებს, ჯერ თავო და თავოო). საბოლოოდ კი, დადგინდა, რომ ხსენებული F-16 და მისი მფრინავიც, ეგრეთ წოდებულმა, მეგობრულმა ცეცხლმა იმსხვერპლა, რაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ომი ომია და არა წვეულება, ანუ ცოდნა-გამოცდილების არქონა საბედისწეროა.

მეორე მხრივ, ცხადია, თავიანთ შეცდომებზე, ადრე თუ გვიან, უკრაინელებიც ისწავლიან და ნატოელებიც უფრო გონივრულად დაგეგმავენ სამხედრო ოპერაციებს, ოღონდ კითხვა – ეყოფიან თუ არა უკრაინელები გამოცდილების გამდიდრებას – კითხვად რჩება და დამოკლეს მახვილივითაა დაკიდებული უკრაინის დაჯიჯგნილ სახელმწიფოს...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა