პოლიტიკა

სისხლისღვრის ხიბლი

№39

ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:01 08.10

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვისი სული სურს „ნატოს“?!

თუმცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გვარწმუნებდნენ, „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ომებს შეაჩერებსო, ხანი გამოხდა (შესაძლოა, არც არაფერი გამოხდა და ასეც იყო ჩაფიქრებული, იმიტომ რომ, როგორც ილია იტყოდა, ბნელია ჩინოვნიკის გული) და, პირიქით, ბ-ნი ტრამპი უკრაინას უფრო და უფრო ახელებს (და მერე რა, რომ რუბიო და ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ გაეროს შეხვედრების ფარგლებში: მოსალაპარაკებელი ისევ ბევრია).

სახელდობრ, აშშ-ის პრეზიდენტმა გვამცნო (მომყავს ციტატა): „რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური სიტუაციის გაცნობისა და სრულად შესწავლის, და იმ ეკონომიკური პრობლემების დანახვის შემდეგ, რასაც ეს რუსეთს უქმნის, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, მზადაა, იბრძოლოს და მთელი უკრაინა ბრძოლით დაიბრუნოს თავდაპირველი სახით.“

დიახ, უკრაინის 1991 წლის საზღვრებში აღდგენაზე ლაპარაკობს, ოღონდ შენიშნავს, რომ ეს შესაძლებელია „დროის, მოთმინებისა და ევროპის, კერძოდ, „ნატოს“ ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში“. ხოლო უკრაინის თავდაპირველ საზღვრებში აღდგენა კი იმიტომ მიაჩნია შესაძლებლად, რომ (მომყავს ციტატა): „რუსეთი სამ-ნახევარი წელია, უმიზნოდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთ კვირაზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა.“ საბოლოოდ კი, დაასკვნის (ისევ ციტატას მოვიშველიებ): „უკრაინა, რომელსაც დიადი სული აქვს და მხოლოდ უკეთესობისკენ მიიწევს, შეძლებს თავისი ქვეყნის დაბრუნებას პირვანდელი სახით და, ვინ იცის, იქნებ ამაზე შორს წასვლაც კი!“

სიტყვიერად იმასაც დაჰპირდა, რომ გააგრძელებენ უკრაინისთვის „ნატოს“ იარაღის მიწოდებას, რათა „ნატომ“ გააკეთოს ის, რაც სურს“. ბუნებრივია, საიდუმლოდ რჩება, რა სურს, ანუ ვისი სული სურს „ნატოს“, ცხადია, ბოლო უკრაინელამდე ბრძოლის გარდა და აქვე გაჩნდა მეორე ხაფანგიც: დასავლეთის ქვეყნებმა ერთი მეორის მიყოლებით აღიარეს პალესტინის სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელი ფრიად არასახარბიელო ჩიხში მოექცა, ხოლო, აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ვერ ხვდება, რა როლები აქვთ უკრაინას და აწ უკვე ისრაელს, ვფიქრობ, მისი ფსიქიკური მდგომარეობა კლინიკურადაა შესასწავლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა