პოლიტიკა

გულჩვილი ნატოელი...

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ რიგითი ახალგაზრდა რუსის გადასარჩენად?!

და თუმცა „ნატოს“ ამჟამინდელი გენმდივანი უფრო სიმბოლური პერსონის შთაბეჭდილებას ტოვებს (იმედია, ბ-ნმა რუტემ იცის ქართული ანდაზა, მოყვარეს პირში უძრახეო), შიგადაშიგ ისიც აკეთებს ხოლმე პოლიტიკურ განცხადებებს (და მერე რა, რომ საეჭვოა, აქვს თუ არა ძალაუფლება აშშ-ის გარეშე). შესაბამისად, გასულ კვირასაც გაგვანებივრა. კერძოდ, ზემოხსენებულმა ბატონმა უკრაინაში სტუმრობისას უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის მოქალაქეებს, უფრო ზუსტად, მის ახალგაზრდა მამრობითი სქესის სეგმენტს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„არ წახვიდეთ უკრაინაში საომრად, ვინაიდან ან მოკვდებით, ან დაიჭრებით და სიკვდილისთვის მიგატოვებენ ტალახში.“ ამგვარი მიმართვის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ომის მიმდინარეობა შეიცვალა, მაშასადამე, უკრაინა ბრძოლის ველზე იმარჯვებსო.

იქვე სტატისტიკაც მოიშველია. მომყავს ციტატა: „რუსეთის დანაკარგები დიდია – თვეში 30 ათასზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ ერთ თვეში რუსეთი მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა 80-იან წლებში ავღანეთში. ეს შოკისმომგვრელი ციფრებია.“ რასაკვირველია, რუსეთის მოქალაქეებს შეახსენა, რომ რუსული პროპაგანდა მათ ატყუებს და არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ საომრად მოუმზადებელ ახალგაზრდებს იწვევენ, რომლებსაც არც აღჭურვილობა უვარგათ.

ბუნებრივია, რთული სათქმელია, დაუჯერებენ თუ არა ახალგაზრდა რუსები „ნატოს“ გენმდივნის მოწოდებას, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება მეორე მხარის, ანუ უკრაინის მოქალაქეების მისამართითაც – მეტიც, უკრაინაში კიდევ უფრო სავალალოა ომში გაწვევის სქემა და წარმოუდგენელია, ეს არ იცოდეს ჩრდოლოატლანტიკური ალიანსის პირველკაცმა. მისი მოწოდება ვითომ მოწმობს, ახალგაზრდა უკრაინელების სიცოცხლე დიდად საწუხარი არ არის, ვინაიდან ისინი ევროკავშირისა და „ნატოს“ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი