პოლიტიკა

შუამავლები

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 10.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ომი სხვისი ხელებით...

ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, აშშ-ური Bloomberg-ისა და ბრიტანული Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა (მაშასადამე, ჯო ბაიდენმა) უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის ნება დართო (დამეთანხმებით, ფრიად საინტერესო ომია, როდესაც არა მხოლოდ იარაღი არ გაქვს, არამედ სამიზნეებსაც კი თავად ვერ არჩევ – უნდა მოგაწოდონ და შეგირჩიონ, მეტიც, მათვე უნდა დაუმიზნონ). იქვე კი განიმარტა, რათა ხარკოვი დაიცვანო.

თუმცა, იმავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა უცვლელად დატოვა შეზღუდვა, რის მიხედვითაც, რუსეთის ობიექტებზე შორეული ცეცხლის საშუალებებით თავდასხმა შეზღუდულია. ოღონდ საქმე ისაა, რომ ხსენებული ორივე გამოცემის თანახმად, ომის მიმდინარეობაზე ეს დაშვება გავლენას ვერ მოახდენს.

თუმცა, თუ რფ-ის პრეზიდენტის საპასუხო განმარტება მოწმობს, რომ საკმარისზე მეტად დაიძაბება ვითარება. სახელდობრ, პრ.-მა პუტინმა თანამედროვე დასავლური შეიარაღების თავისებურებები ახსნა, კერძოდ, რომ მათ მიერ სამიზნის ამორჩევა და ამ სამიზნის განადგურება მხოლოდ ხელოვნური თანამგზავრებიდანაა შესაძლებელი (სადაზვერვო მონაცემებით), ხოლო, რაკი ხელოვნური თანამგზავრები უკრაინას არ აქვს, გამოდის, რომ რუსეთის ტერიტორიას დასავლეთის სახელმწიფოები დაბომბავს, უბრალოდ, ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშზე დაირიცხებაო.

აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, იერიში სწორედ იარაღის მიმწოდებელ სახელმწიფოებზე მიიტანოს. თუმცა არავინ იცის, რა მოხდება სინამდვილეში. მაგრამ, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ ისინი, ვისიცაა იარაღი, შუამავლების გარეშე, დაადუღებენ ერთმანეთს, დანარჩენები კი, ანუ ჩვენნაირები სეირის მაყურებლების როლში ვიქნებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული