პოლიტიკა

შეფერებულები

№42

ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:16 23.10

ამები
დაკოპირებულია

ანუ ვირო, მადლიო?!

მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ წავეკიდეთ ერთმანეთს, რა თქმა უნდა, სამკვდრო-სასიცოცხლოდ, ვკამათობდით რა თემაზე, უნდა მოვუხადოთ თუ არა ბოდიში აფხაზებსა და ოსებს (იგულისხმებოდა ორმხრივი, ანუ ურთიერთმიტევება), მაგრამ ეს ვნებაც დაგვიცხრა, მისი გამოღვძება აწ უკვე დე-ფაქტო აფხაზეთის, ეგრეთ წოდებულმა, „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ სერგეიმ შამბამ სცადა.

სახელდობრ, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ, „თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც ჩაიდინა, აფხაზეთი ამას მიესალმება, როგორც შერიგების გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯს“ და თავისი პირობაც დაამატა: ასევე, აღარ უნდა თქვან, „ოკუპირებული ტერიტორიები“, ეს ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობის მოწესრიგებასო. ცხადია, ისიც შეგვახსენა, რომ „აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება“. მე არ შევუდგები შამბას ნააზრევის კომენტირებას, მხოლოდ იმას შევნიშნავ, რომ ვირმა არც ის იცის, ხურმა რა ხილია და არც მისგან წიხლია საწყენი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა