პოლიტიკა

„შენი ბაბო გავათხოვე“?!

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 19.01, 2021 წელი

შენი ბებო გავათხოვე
დაკოპირებულია

მოძველებული, ანუ უნისექსურად ნეიტრალურები.

ეს ჩვენი დედამიწური ცხოვრება ისეთი სიურპრიზებითაა სავსე, რომ აგერ წელიწადია, სახლებში ჩასვეს ადამიანები და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დედამიწელთა კაი გვარიანი რაოდენობა მზადაა, გაიკეთოს თვით გენეტიკური მასალის შემცველი ვაქცინაც კი (რომელიც, კაცმა არ იცის, რა ამბებს გამოიწვევს ორგანიზმში, იმას გარდა, რომ ვირუსების სამყარო დედამიწის ფლორასა და ფაუნაზე, ერთად აღებულზე, მეტია), მაგრამ ეს იქით იყოს (იქით, თუნდაც, იმიტომ რომ – კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო), გაზეთი „ვაშინგტონ თაიმსი“ იუწყება, რომ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს (ნენსი პელოსი) უუწყებია, 117-ე მოწვევის კონგრესში აღარ წარმოითქმება ისეთი დრომოჭმული სიტყვები, როგორებიცაა: დედა, მამა, ვაჟი, გოგონა, ძმა, და, ცოლი, ქმარი, ბიძა, დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ძმისშვილი, დისშვილი, სიდედრი, სიმამრი, დედამთილი, მამამთილი, რძალი, სიძე, დედინაცვალი, მამინაცვალი და ასე შემდეგ. აქვე დავძენ, რომ, ასევე, ღვთის მადლით, იმანომ (ნეიტრალურ ტერმინს ვხმარობ), ანუ პელოსმა არ იცის, რომ, სახელდობრ, ჩვენ მამიდები და ბიცოლებიც გვყავს.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ? იმიტომ რომ, ზემოხსენებული იმანო პელოსის განმარტებით, პატივი უნდა ვცეთ ყველას გენდერულ იდენტობას და ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ნეიტრალური სიტყვებით უნდა ვიმეტყველოთ (სხვათა შორის, საინტერესოა, მხატვრულ ნაწარმოებებში როგორ იქნება საქმე, წიგნებს დაწვავენ თუ გარდაცვლილი ავტორების ნაწერებში ზემოხსენებულ სიტყვებს თვითნებურად ჩაანაცვლებენ?!).
ღვთის მადლით, ეს ამბავი ჯერჯერობით მხოლოდ კანონპროექტია და, თუმცა ბოროტი ენები ამტკიცებენ, ამ ამბავს სრულიად „დემოკრატები“ უჭერენ მხარსო, იბადება კითხვა: საყვარელი იდენტობის ამბავში გავა, თუ მაინც ნეიტრალური ტერმინია?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი