პოლიტიკა

შემომწყრალები

ავტორი: ნინო ხაჩიძე 40 წუთის წინ

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ტყუპი უფროსი ძმები

მართალია, ევროპის სახალხო პარტია ძველებურადაა შემომწყრალი საქართველოს ხელისუფლებაზე და, ცხადია, კვლავაც მათი დასანქცირება მოითხოვა ევროპის მაღალი ტრიბუნიდან, რაკი ქართულ დემოკრატიას ასამარებენ და რეპრესიებს აწყობენო, რაც მორიგი დასტურია, რომ ისევ და ისევ აქტუალურია ევროპელების მიერ „ქართული ოცნების“ ათვალწუნება, მაგრამ არც ევროპაშია, თურმე, მთლად ევროპულად საქმე (და მერე რა, რომ ამას ვერც ევროპის სახალხო პარტია ამჩნევს და ვერც დანარჩენები მაინცდამაინც?!).

სახელდობრ, ევროკომისია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებას გეგმავს და ეს ცვლილება, არც მეტი, არც ნაკლები, ნიშნავს, რომ ახალი წევრები ვეტოს უფლებით ვეღარ ისარგებლებენ.

მეორე მხრივ, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი სწორედ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებებია, როდესაც ყველა წევრი აბსოლუტურად თანაბარუფლებიანია და, თუ გულახდილად ვიტყვით, სწორედ ესაა თავად დემოკრატიის მომხიბვლელობაც, თუმცა ამიერიდან, დიდი ალბათობით, ახალი წევრები, ანუ ნორჩი ევროკავშირლები ვეტოს გადაწყვეტილებების დაბლოკვის უფლებით ვეღარ ისარგებლებენ.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საწევროდ გამზადებულებს (ყოველ შემთხვევაში, საქართველოს – ასოცირების შეთანხმებით) ევროკავშირი ისეთ რეგულაციებს სთავაზობს, როგორც ზემდგომი ქვემდგომს და ამას აწ შესაძლოა, ვეტოს უფლების ჩამორთმევაც მოჰყვეს, ჩნდება ეჭვი, რომ ევროკავშირი უფროს ძმად, მაშასადამე, საბჭოთა კავშირის ტყუპად ჩამოყალიბებულა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი