კვლევებით შეპყრობილი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:06 14.10
ანუ სამთა ვნებანი
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა აწ უკვე ქურმუხის წმიდა გიორგის ეკლესია გამოაცხადა ალბანური კულტურის ძეგლად, ხოლო, რაკი საკუთარ თავს ალბანეთის მემკვიდრედ მიიჩნევენ, ესე იგი, ფაქტობრივად, აზერბაიჯანული კულტურის ძეგლად დაისაკუთრეს, თავზარი უკვე ირანის ელჩმა დაგვცა (მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე თავი სიმდაბლითა და პატრიარქისა და საქართველოსადმი პატივისცემით გამოიჩინა).
შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ როლში შეიჭრა, გასულ კვირას ქართველ საზოგადოებას ამცნო, რომ უახლოეს მომავალში თავის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გაგვიზიარებს და კვლევა ეხება ირანის შაჰის მიერ ნაწამებ ქეთევან დედოფალს.
ვფიქრობ, არ უნდა იყოს რთულად მისახვედრი, რომ ეს ამბავი ამ ისტორიული და მეტად შემზარავი ფაქტის გამსუბუქებისა და სპარსეთის შაჰის ქმედების შემსუბუქების მცდელობაა, რაც, ბუნებრივია, მეტად წააგავს ჩვენი კიდევ ერთი მეზობლის, თურქეთის პოზიციას, რომელიც დიდგორობის ზეიმს აკრიტიკებს.
ხოლო, თუ ზემონახსენები სამივე მეზობლის ვნებებს გავიხსენებთ (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით), ისეთი ტემპით ცდილობენ მოვლენების გადასხვაფერებას, რომ, ვეჭვობ, ბოლოსკენ ჩვენ დაგვბრალდება დამპყრობლობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





