პოლიტიკა

შეხრულები

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 05.09

შეხრულები
დაკოპირებულია

ანუ კარგი მეგობრის ფასი?!

რაკი ვიცით, რომ მამაცთა ნებაზე არ არის ომი და ისიც, რომ ძალა აღმართს ხნავს, იმთავითვე ცხადი იყო, თუ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ციტადელად ამზადებდნენ, ის, დიდი ალბათობით, ვერ გაუმკლავდებოდა ამ ამოცანას, თუ დასავლეთიც ისეთივე თავგანწირული არ იქნებოდა, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები. სავარაუდოდ, ამ მიზეზით, უკვე მოვისმინეთ განცხადებები, რომ უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს, თუ „ნატოს“ წევრობა უნდა, ანუ უსაფრთხოების გარანტია. ხოლო ევროკავშირისთვის არახელსაყრელია რუსეთის წაქცევა-დაქცევა (რა თქმა უნდა, ვინაიდან ჩინეთის განეიტრალების საქმეში დასავლეთის მოკავშირედ რუსეთი მოიაზრება), ახლახან კი „რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა ენდი ჰარისმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უკრაინის მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, პირდაპირ განაცხადა, რომ დროა, აშშ-მა შეწყვიტოს უკრაინისთვის პირდაპირი დახმარება. რატომ? იმიტომ რომ, მისივე თქმით, უკრაინის კონტრშეტევა, თურმე, ომში გარდატეხას ისახავდა მიზნად და რაკი კონტრშეტევა ჩავარდა, ომის მოგება შეუძლებელია (მე მეგონა, მეგობარი წინასწარ გაფრთხილებს და არა პოსტფაქტუმ).

არ მგონია, აშშ-ის შესაბამისი სამსახურები ისეთივე გულუბრყვილოები იყვნენ, როგორ განცხადებებსაც ხანდახან ამერიკელი პოლიტიკოსები აკეთებენ, მაგრამ, როდესაც პილოტები არ ჰყავს ქვეყანას და სამხედრო თვითმფრინავების მისთვის გადაცემას ერთი წლის შემდეგ აპირებ (წესითა და რიგით, უკრაინელი მფრინავები მანამდე უნდა მოემზადებინათ და თვითმფრინავებიც მაშინვე გადაეცათ, სხვა ასპექტებს აღარ შევეხები), იბადება კითხვა: რის საფუძველზე ვარაუდობდნენ, რომ უკრაინა რუსეთს ომს მოუგებდა, მით უფრო, რომ 2014 წელს, ანუ ყირიმის მიერთებისთანავე იყო ცხადი, რომ რფ უკრაინას თავს დაესხმებოდა?! ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ კვლავ უსაგნოდ ვჭამთ ერთმანეთს, ხოლო საკუთრივ ჩვენი გეოპოლიტიკური ინტერესები გვხრავს, იქნებ სიცოცხლის ინსტინქტს ემარჯვა და უკრაინის ომიდან შესაბამისი დასკვნები მაინც გამოგვეტანა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...